ტრავმა (გარეთა ყურის დაავადებები) | მკურნალი.გე
  1. ტრავმა (გარეთა ყურის დაავადებები)
  2. გარეთა ყურის დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ტრავმა (გარეთა ყურის დაავადებები)

გარეთა სასმენი მილის ტრავმის მიზეზები სხვადასხვაა. ბლაგვი საგნით ყურის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლნაჟღენთი ხრტილოვან ქსოვილსა და მის გარშემო არსებულ შემაერთებელ ქსოვილს შორის (პერიქონდრიუმი). როდესაც სისხლი ამ სივრცეში გროვდება, გარეთა ყური შუპდება, იასამნისფერი ხდება. დაგროვილი სისხლი (ჰემატომა) ზღუდავს ხრტილისთვის სისხლის მიწოდებას, რაც უჯრედების სიკვდილს და დროთა განმავლობაში ყურის დეფორმაციას იწვევს. დეფორმირებულ ყურს ყვავილოვანი კომბოსტოს ყურს უწოდებენ. ხშირია მოჭიდავეებს, მოკრივეებსა და მორაგბეებს შორის.

საჭიროა ჰემატომის გახსნა და სისხლის გამოშვება. ჰემატომის დაცარიელების შემდეგ მჭიდრო ნახვევს ადებენ 3-7 დღის განმავლობაში, სისხლის განმეორებით დაგროვების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ნახვევი კანს და პერიქონდრიუმს ნორმალურ ფორმას უნარჩუნებს, რაც სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს – სისხლი ხრტილოვან ქსოვილამდე აღწევს.

ყურის დიდი ნაწილის ჭრილობისას შესაბამის მიდამოს კარგად ასუფთავებენ, კანს კერავენ და ადებენ ნახვევს, ხრტილის დასაცავად და შეხორცებისთვის ხელშესაწყობად. ხრტილი არ იკერება.

ძლიერი დარტყმის შედეგად შეიძლება დაზიანდეს სასმენი მილის გარშემო არსებული ძვლები, რაც მილის დეფორმაციას და შევიწროებას იწვევს. მილის ფორმის აღდგენა ქირურგიული ჩარევით ხდება.