მენიერის დაავადებისთვის დამახასიათებელია თავბრუხვევის განმეორებადი შეტევები, სმენის დაკარგვა და ყურებში ხმაური (ტინიტუსი).
ვარაუდობენ, რომ მენიერის დაავადება (ენდოლიმფურ წყალმანკსაც უწოდებენ) გამოწვეულია ყურში არსებული სითხის დისბალანსით. ამ სითხის ნორმალური მოცულობა მისი მუდმივად გამოყოფისა და უკუშეწოვის გზით არის უზრუნველყოფილი. მენიერის დაავადების დროს ან შიგნითა ყურში სითხის წარმოქმნაა გაძლიერებული, ან მისი უკუშეწოვაა შემცირებული, რაც სითხის რაოდენობის დისბალანსს იწვევს. მოხსენიებულის გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი.
აღინიშნება უეცარი, უმიზეზო შეტევები. მწვავე მიმდინარეობისას გამოხატულია თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება და ღებინება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ გრძელდება 2-დან 3 საათამდე, იშვიათად – 24 საათამდეც კი. პერიოდულად პაციენტებს აღენიშნებათ სისავსის ან ზეწოლის შეგრძნება დაზიანებულ ყურში. სმენა არასტაბილური ხდება და დროთა განმავლობაში უარესდება. ყურებში ხმაური, რომელიც მუდმივია ან პერიოდული, შეიძლება გაძლიერდეს თავბრუხვევის შეტევამდე, მის დროს ან შემდეგ. ტინიტუსი და სმენის დაქვეითება, როგორც წესი, ცალ ყურშია გამოხატული.
მენიერის დაავადების ერთ-ერთი ფორმის დროს სმენის დაკარგვა და ტინიტუსი თვეების ან წლების განმავლობაში უძღვის წინ თავბრუხვევის შეტევებს; ამ უკანასკნელის დაწყების შემდეგ სმენა შეიძლება გაუმჯობესდეს.
მენიერის დაავადების არსებობის ვარაუდი ეფუძნება ტიპურ სიმპტომებს, სახელდობრ: თავბრუხვევას, ყურებში შუილს და სმენის დაკარგვას ცალ ყურში. დიაგნოზისთვის იყენებენ სმენის საკვლევ ტესტებს, იშვიათად, სხვა მიზეზების გამოსარიცხად, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას. სუფრის მარილის რაოდენობის შემცირება და შარდმდენები (მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას) პაციენტების ნაწილში შეტევების სიხშირეს ამცირებს. შეტევების დროს თავბრუხვევის დროებით შემსუბუქება ხერხდება დასალევი წამლებით, როგორიცაა მეკლიზინი, ლორაზეპამი ან სკოპოლამინი. სკოპოლამინი გამოიყენება კანზე ლაქოვანი გამონაყარისას. გულისრევა და ღებინება შეიძლება შემსუბუქდეს პროქლორპერაზინის შემცველი სანთლებით.
პროცედურების გარკვეული ტიპი გამოიყენება პაციენტებისთვის, რომლებიც მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად, ხშირი თავბრუხვევის შეტევების გამო შრომისუუნარონი არიან. პროცედურების მიზანია ან შიგნითა ყურში სითხის წნევის შემცირება, ან შიგნითა ყურის წონასწორობის დაცვის ფუნქციის დათრგუნვა. ენდოლიმფური შუნტირებისას თხელი დრეკადი პლასტმასის მასალა თავსდება შიგნითა ყურში; ეს პროცედურა დესტრუქციულ გავლენას ახდენს. შუა ყურის წონასწორობის დაცვის ფუნქციის დასარღვევად გენტამიცინი შეჰყავთ დაფის აპკის გავლით შუა ყურში. გენტამიცინი არჩევითად მოქმედებს წონასწორობის ფუნქციაზე მანამ, სანამ სმენაზე მოახდენს ზეგავლენას, თუმცა სმენის დაქვეითების რისკი მაინც არსებობს. ეს უკანასკნელი მცირდება, თუ გენტამიცინის ინექცია ერთჯერადად კეთდება და, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მეორდება. ვესტიბულურ ნერვზე ზემოქმედება აქვეითებს წონასწორობის დაცვის ფუნქციას, ხოლო სმენას ინარჩუნებს და შემთხვევების 95%-ში შესაძლებელი ხდება თავბრუხვევის კონტროლი. ეს პროცედურა გამოიყენება პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა არ უმჯობესდება ენდოლიმფური შუნტირების შემდეგ. დასასრულ, თუ თავბრუხვევა გრძელდება და დაზიანებულ ყურში სმენა დაქვეითებულია, ტარდება პროცედურა, რომელსაც ლაბირინთექტომია ეწოდება.
თავბრუხვევის სამკურნალოდ არც ერთი ქირურგიული პროცედურა არ გამოიყენება მენიერის დაავადებებით გამოწვეული სმენის დაკარგვის სამკურნალოდ.