შუა და შიგნითა ყურის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. შუა და შიგნითა ყურის დაავადებები
  2. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
შუა და შიგნითა ყურის დაავადებები

შუა ყური შედგება დაფის აპკისგან (ტიმპანური მემბრანა) და ჰაერით სავსე ღრუსგან, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულ სამ ძვალს შეიცავს. ისინი დაფის აპკს აკავშირებს შიგნითა ყურთან. შიგნითა ყური (ლაბირინთი) ორი ნაწილით არის წარმოდგენილი: სმენის ორგანო (ლოკოკინა) და წონასწორობის ორგანო (ვესტიბულური სისტემა, რომელიც შედგება ნახევარრკალისებრი არხებისგან, სფერული ჩანთისა და ტომრისგან). შუა ყური ბგერის გამაძლიერებელია, შიგნითა ყური გადამცემია, ის ბგერებს გარდაქმნის ელექტრულ სიგნალებად, რომლებსაც სმენის ნერვის მეშვეობით (სტატოაკუსტიკური ნერვი) თავის ტვინისკენ გზავნის. შუა და შიგნითა ყურის დაავადებები ბევრ მსგავს სიმპტომს იწვევს, შუა ყურის დაავადება მოქმედებს შიგნითა ყურზე და პირიქით.