სმენის ნერვის სიმსივნე (სმენის ნევრინომა, სმენის ნევრომა, ვესტიბულური შვანომა, მერვე ნერვის სიმსივნე) კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სმენის ნერვის მფარავი უჯრედებიდან (შვანის უჯრედები) წარმოიქმნება.
სმენის ნერვის სიმსივნე, ჩვეულებრივ, ვესტიბულური ნერვიდან ვითარდება. ადრეული სიმპტომები მოიცავს ყურებში შუილს (ტინიტუსი), სმენის დაკარგვას და დისბალანსს ან წონასწორობის დაკარგვას უეცარი შემობრუნებისას. თუ სიმსივნე იზრდება და თავის ტვინის სხვა ნაწილებსაც აწვება – სახის ნერვს ან სამწვერა ნერვს, სახის დაბუჟება შეიძლება განვითარდეს. ადრეული სადიაგნოზო ტესტებია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სმენის გამოკვლევა.
სიმსივნე ამოიკვეთება მიკროქირურგიული პროცედურის გამოყენებით.