ცხვირის ძგიდის გამრუდება | მკურნალი.გე
  1. ცხვირის ძგიდის გამრუდება
  2. ცხვირი, სინუსები და გემოვნების დარღვევები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ცხვირის ძგიდის გამრუდება

როგორც წესი, ცხვირის ძგიდე სწორია და მდებარეობს ნესტოებს შორის. ზოგჯერ შეიძლება გადაიხაროს, დევიაცია განიცადოს თანდაყოლილი დეფექტის გამო ან გადატანილი ტრავმის შედეგად და ერთი ნესტო აღმოჩნდეს უფრო პატარა, ვიდრე მეორე. პაციენტების უმეტესობას აქვს მცირედ გამოხატული ძგიდის გამრუდება, რის გამოც ერთი ნესტო უფრო ვიწროა, ვიდრე მეორე. მცირე ზომის დევიაციის დროს ჩვეულებრივ სიმპტომები არ არის გამოხატული და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცაღა, მძიმე გამრუდებისას შეიძლება დაიხშოს ერთი ნესტო, რაც ხელს უწყობს ცხვირის დანამატ წიაღებში (სინუსებში) ანთებითი პროცესის განვითარებას და ხელს უშლის სითხის დრენაჟს ცხვირის ღრუდან. გარდა ამისა, ძგიდის გადახრისას სუნთქვის გაძნელება იწვევს სიმშრალეს, რაც ზრდის მიდრეკილებას სისხლდენებისადმი. სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება სახის ტკივილი, თავის ტკივილი, ღამით ხმაურიანი სუნთქვა. ძგიდის გამრუდება, რომელიც იწვევს სუნთქვის პრობლემებს, საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას.