ნუშურა ჯირკვლების სიმსივნე | მკურნალი.გე
  1. ნუშურა ჯირკვლების სიმსივნე
  2. ცხვირისა და ყელის სიმსივნეები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ნუშურა ჯირკვლების სიმსივნე

  • ნუშურა ჯირკვლების სიმსივნე მჭიდროდაა დაკავშირებული თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის მიღებასთან;

  • ხშირად ვლინდება ყელის ტკივილი და კისრის მიდამოს შეშუპება;

  • დიაგნოსტირებისთვის მიმართვენ ბიოფსიას და სხვა კვლევებს სიმსივნის სტადიის დასადგენად;

  • მკურნალობა მოიცავს სხივურ თერაპიას, ქირურგიას და ქიმიოთერაპიას.

ნუშურა ჯირკვლების სიმსივნე უფრო ხშირად ვლინდება მამაკაცებში. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებასთან. უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსი ასევე იწვევს ნუშურა ჯირკვლების სიმსივნის განვითარებას. პაციენტებში, რომელთაც აქვთ HPV-სთან დაკავშირებული სიმსივნე და არ ეწევიან, უკეთესი პროგნოზებია. დაავადება ხშირად ვრცელდება კისრის ლიმფურ კვანძებში. ტონზილების სიმსივნე ძირითადად გვხვდება 50-დან 70 წლის ასაკის პაციენტებში.

პირველად გამოვლენილ სიმპტომს წარმოადგენს ყელის ტკივილი. რომელიც ირადირებს იმავე მხარეს ყურში, სადაც დაზიანებული ტონზილაა. თუმცაღა ხანდახან კისრის შეშუპება ლიმფურ კვანძებში (მეტასტაზი) გავრცელებული სიმსივნით ვლინდება სხვა სიმპტომებამდე. დიაგნოსტირება ემყარება ტონზილების ბიოფსიას, რომლის დროსაც მცირე ზომის ქსოვილს იკვლევენ მიკროსკოპში. დიაგნოსტირება ასევე ჩვეულებრივ მოიცავს ლარინგოსკოპიას (ხახის გამოკვევას), ბრონქოსკოპიას (ფილტვების გამოკვლევას), და ეზოფაგოსკოპიას (საყლაპავის გამოკვლევას). ამ მიდამოების გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის გამო. ხშირად მიმართავენ გულმკერდის რენტგენოგრაფიას და თავისა და კისრის მიდამოს კომპიუტერულ ტომოგრაფიასაც (CT).

პაციენტების 50% ცოცხლობს დიაგნოსტირებიდან 5 წლის მანძილზე, თუმცაღა ზუსტი ციფრები დაკავშირებულია სიმსივნის სტადიაზე მკურნალობის მომენტში.

მკურნალობა მოიცავს სხივურ თერაპიას, ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას. მცირე ზომის სიმსივნეების მკურნალობა ხდება ქირურგიულად ან სხივური თერაპიით. დიდი ზომის დროს იყენებენ სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციას. ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც სიმსივნე არ ემორჩილება მკურნალობას. ამ დროს აუცილებელია სიმსივნის ამოკვეთა კისრის ლიმფურ კვანძებთან და ყბის ნაწილთან ერთად. მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული რეკონსტრუქციაშიც, რომელსაც მიმართავენ სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ, ფუნქციისა და ვიზუალური მხარის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის.