კუნთები, ნერვები და სისხლძარღვები | მკურნალი.გე
  1. კუნთები, ნერვები და სისხლძარღვები
  2. თვალის ბიოლოგია
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
კუნთები, ნერვები და სისხლძარღვები

თვალების მოძრაობას რამდენიმე კუნთის ერთად მუშაობა უზრუნველყოფს, რის გამოც ადამიანებს შეუძლიათ, თავის მიუბრუნებლად გაიხედონ სხვადასხვა მიმართულებით. თვალის თითოეულ კუნთს თავის ტვინის შესაბამისი ნერვი აკონტროლებს. ეს კრანიალური ნერვები ძვლოვან თვალბუდეში გაივლიან და მათთან ერთად მდებარეობს მხედველობის ნერვიც, რომელიც ასევე თავის ტვინის ნერვია და იმპულსები ბადურადან ტვინში მიაქვს.

თვალბუდის არტერია და მისი ტოტი, ბადურას ცენტრალური არტერია, თითოეულ თვალს სისხლით ამარაგებს. ამის მსგავსად, თვალბუდის ვენასა (ქოჩრიან ვენებს) და ბადურას ცენტრალურ ვენას სისხლი გამოაქვთ თვალიდან. ეს სისხლძარღვები თვალში უკანა მხრიდან შედიან და გამოდიან.