თვალის გარშემო არსებული კანის ან ქუთუთოს ჭრილობას შესაძლოა გაკერვა დასჭირდეს. თუკი შესაძლებელია, ქუთუთოს კიდის ჭრილობებს ოფთალმოლოგმა (თვალის ექიმმა) უნდა დაადოს ნაკერი, რათა თავიდან ავიცილოთ დეფორმაციები და მომავალში ქუთუთოს სრულად დახურვის გაძნელება. ამასთანავე, დაზიანება, რომლის გამოც ქუთუთო ეშვება ან ჭრილობა, რომელიც საცრემლე სადინრებს აზიანებს (მილები, რომლითაც ცრემლი თვალიდან გამოედინება) ასევე ოფთალმოლოგმა უნდა გაკეროს. საცრემლე სადინრები ორივე, ქვედა და ზედა ქუთუთოს ცხვირისკენა ნაწილში მდებარეობს.