კანალიკულიტი | მკურნალი.გე
  1. კანალიკულიტი
  2. ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
კანალიკულიტი

კანალიკულიტი საცრემლე არხის ინფექციაა.

კანალიკულიტმა შეიძლება გამოიწვიოს ცრემლდენა, გამონადენი, თვალის სიწითლე და მსუბუქი მტკივნეულობა. სიწითლე და მტკივნეულობა უფრო ცხვირისკენა ნაწილშია გამოხატული. სიმპტომები დაკრიოცისტიტის დროს განვითარებულის მსგავსია. ოფთალმოლოგი (ექიმი, რომელიც თვალის დაავადებების მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში, თვალის ქირურგიაში სპეციალიზდება) ანტიბიოტიკის ხსნარით გამორეცხავს ინფიცირებულ არხს. ამ დროს საჭიროა თბილი კომპრესების დადება და ანტიბოტიკის წვეთების გამოყენება. იშვიათად ინფექციის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევაცაა საჭირო.