ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები
  2. მხედველობის სისტემის დაავადებები
ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები

ქუთუთოებს მთავარი როლი აკისრიათ თვალების დაცვაში. ისინი დახურვისას უცხო ნაწილაკებსა და ნალექს აშორებენ ზედაპირიდან, გახელისას კი – ანაწილებენ ცრემლსა და სინოტივეს. საჭიროებისას სწრაფად დახუჭვით ქუთუთოები ფიზიკურ ბარიერსაც ქმნიან დაზიანების საწინაღმდეგოდ.

საცრემლე ჯირკვლების პათოლოგიის გამო ცრემლი შეიძლება შემცირებული რაოდენობით ან არასრულფასოვანი შემადგენლობით წარმოიქმნას. ამ შემთხვევაში თვალები შესაძლოა გამოშრეს და საჭიროებისამებრ ვერ ებრძოლოს ინფექციას, რაც ნორმაში მუდმივად შეიტანება ჰაერის ნაწილაკებიდან, თითებიდან ან გარშემო მდებარე კანიდან მასში. ცრემლის წარმოქმნის დარღვევა შესაძლოა საცრემლე ჯირკვლებისა და სადინრების (ცრემლის გამომყოფი მილაკების, რომლითაც ცრემლი თვალში ჩაედინება) პრობლემის ბრალი იყოს ან განვითარდეს მთელი ორგანიზმისა და მათ შორის საცრემლე ჯირკვლების დამაზიანებელი ანუ სისტემური დაავადების დროს, მაგ. შეგრენის სინდრომის შემთხვევაში.