ტრიქიაზი ეწოდება მდგომარეობას, როცა წამწამები არასწორადაა განლაგებული (ამ დროს ენტროპიონი არ უნდა იყოს), რის გამოც ისინი თვალის ზედაპირს ედება.
ტრიქიაზის მიზეზი ხშირად უცნობია. თვალი წითლდება და ღიზიანდება, ვლინდება უცხო სხეულის ჩავარდნის შეგრძნება, ცრემლდენა და მომეტებული მგრძნობელობა ძლიერ სინათლეზე. თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, ნაწიბური განვითარდება. ექიმი დიაგნოზს სიმპტომებისა და გამოკვლევის შედეგებით სვამს. ტრიქიაზი იმით განსხვავდება ენტროპიონისგან, რომ ქუთუთოს მდგომარეობა ამ დროს ნორმალურია. თვალის ექიმს შეუძლია არასწორად განლაგებული წამწამები პინცეტით ამოაძროს. მათი ხელახლა გაზრდის შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდსაც მიმართავენ, მაგ. ელექტროლიზს ან კრიოქირურგიას (ძლიერ დაბალი ტემპერატურის გამოყენებას თმის ფოლიკულის დასაზიანებლად).