ეპისკლერიტი | მკურნალი.გე
  1. ეპისკლერიტი
  2. კონიუნქტივისა და სკლერის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ეპისკლერიტი

ეპისკლერიტი სკლერასა და კონიუნქტივას შორის მდებარე ქსოვილის ანთებაა.

ეპისკლერიტი ახალგაზრდებს უვითარდებათ და ქალების შემთხვევაში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებისა. ანთება, როგორც წესი, თვალის ზედაპირის მხოლოდ მცირე ნაწილს აზიანებს და იწვევს წითელი, ზოგჯერ მოყვითალო შემაღლებული უბნის წარმოქმნას. სიმპტომებიდან აღსანიშნავია მტკივნეულობა და გაღიზიანება, ოდნავ მომატებული ცრემლიანობითა და მსუბუქად გაზრდილი მგრძნობელობით ძლიერ სინათლეზე. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, სხვა დაავადების ნიშანი არ არის და თავისით გაივლის, თუმცა, შეიძლება ხელახლა განვითარდეს. დიაგნოზი სიმპტომებსა და თვალის დათვალიერებას ეფუძნება. მკურნალობა ხშირად საჭირო არ არის. თვალის შესახედაობა შეიძლება გააუმჯობესოს სისხლძარღვების შემავიწროებელმა წვეთებმა, მაგ. ტეტრაჰიდროზოლინმა, მაგრამ მათი გამოყენება აუცილებელი არ არის. ეპისკლერიტის ხანგრძლივობის შესამცირებლად შესაძლოა დაინიშნოს კორტიკოსტეროიდის შემცველი წვეთები ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები დასალევად.