კეთილთვისებიანი წანაზარდები | მკურნალი.გე
  1. კეთილთვისებიანი წანაზარდები
  2. კონიუნქტივისა და სკლერის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
კეთილთვისებიანი წანაზარდები

კონიუნქტივაზე ხშირად ვითარდება კეთილთვისებიანი წანაზარდების ორი სახე: პინგვეკულა და პტერიგიუმი. ისინი ხანში შესულებში უფრო ხშირია და სავარაუდოდ ვითარდება ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივი ზემოქმედების გამო. მათ საკმაოდ დამახასიათებელი შესახედაობა აქვთ, რაც ექიმს დიაგნოზის დასმას უადვილებს.

პინგვეკულა:ეს არის ამობურცული, მოყვითალო-მოთეთრო წანაზარდი, რომელიც მდებარეობს რქოვანას (თვალის გამჭვირვალე ნაწილის) მახლობლად, მაგრამ არ გადადის მასზე. პინგვეკულა შესახედავად ცუდი შეიძლება იყოს, მაგრამ არ იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებს და არ არის საჭირო მისი მოცილება.

პტერიგიუმი:ეს ნაოჭისებრი წანაზარდია, რომელიც რქოვანას მახლობლად მდებარე კონიუნქტივიდან ვითარდება და გადადის რქოვანაზეც. პტერიგიუმების უმრავლესობა სიმპტომებს არ იწვევს, თუმცა, ზოგჯერ აღიზიანებს და ცვლის რქოვანას ფორმას, რაც სავარაუდოდ მხედველობის დარღვევითაც გამოვლინდება. ზოგჯერ უმჯობესია მათი მოცილება გაღიზიანებისა და მხედველობის დაქვეითების თავიდან ასაცილებლად.