ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი რქოვანას ზედაპირზე უჯრედების მცირე ჯგუფების დაღუპვას ეწოდება.
ამ დაავადების მიზეზი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი შეიძლება იყოს:
ზედაპირული წერტილოვანი კერატიტის დროს ვლინდება თვალის ტკივილი, ცრემლდენა, მგრძნობელობა ძლიერ სინათლეზე, სიწითლე და მხედველობის მცირედ დაბინდვა. ხშირად ასევე აღინიშნება წვის, ფხაჭნის ან უცხო სხეულის ჩავარდნის შეგრძნებაც. ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული წერტილოვანი კერატიტის შემთხვევაში სიმპტომები ზემოქმედებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვითარდება და 1-2 დღე გრძელდება. ვირუსული წერტილოვანი კერატიტის დროს კი შეიძლება ყურის წინ მდებარე ლიმფური კვანძიც გადიდდეს და მტკივნეული გახდეს.
დიაგნოზის დასასმელად ექიმი ეყრდნობა სიმპტომებს, შესაძლო მიზეზებიდან რომელიმეს არსებობასა და რქოვანას ბიომიკროსკოპით გამოკვლევის შედეგებს (ამ აპარატს ოფთალმოლოგები თვალის გამოსახულების გასადიდებლად და უკეთ დასათვალიერებლად იყენებენ).
თითქმის ყველა, ვისაც ეს დაავადება უვითარდება, სრულად გამოჯანმრთელდება. როცა მიზეზი ვირუსია (გარდა მარტივი ჰერპესის ან ჰერპეს ზოსტერისა [სარტყლისებრი ჰერპესი]), მკურნალობა საჭირო არ არის და კერატიტი თავისით გაივლის 3 კვირაში. თუ მიზეზი ბაქტერიული ინფექცია ან კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ტარებაა, ანტიბიოტიკები ინიშნება და ამასთანავე, დროებით საჭიროა ლინზების გამოყენებისგან თავის შეკავება. თუ კერატიტი თვალის სიმშრალის გამო განვითარდა, მალამოები და ხელოვნური ცრემლია ეფექტიანი. ხელოვნური ცრემლი ხსნარია, რომლიც ნამდვილი ცრემლის მსგავსი ნივთიერებებისგან მზადდება ან ადამიანის ცრემლზე დამატებისას თვალს სინოტივეს უკეთესად უნარჩუნებს. თუ მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა, ანტიბიოტიკების მალამომ და გუგის გამაფართოებელმა წვეთებმა ადამიანს შეიძლება შვება მოჰგვაროს. როცა კერატიტს თვალის წვეთებზე ალერგია ან წამლის გვერდითი რეაქცია იწვევს, საჭიროა მათი გამოყენება შეწყდეს.