რქოვანას დაავადებები | მკურნალი.გე
  1. რქოვანას დაავადებები
  2. მხედველობის სისტემის დაავადებები
რქოვანას დაავადებები

რქოვანა თვალის წინა ნაწილის მფარავი, ამობურცული, გამჭვირვალე გარსია, რომელიც ირისსა და ბროლს იცავს და ასევე მონაწილეობს ბადურაზე სხივების ფოკუსირებაში. იგი ერთი შეხედვით ძალიან ნაზია, მაგრამ სინამდვილეში ისეთივე მყარი და მაგარია, როგორიც ფრჩხილი. თუმცაღა, ის ძალზე მგრძნობიარეა შეხებისადმი.

რქოვანას დაავადებები ან დაზიანება იწვევს ტკივილს, ცრემლდენასა და მხედველობის დაქვეითებას. მის დასათვალიერებლად, როგორც წესი, ბიომიკროსკოპი გამოიყენება, რომელიც გამოსახულებას ადიდებს. ექიმმა პაციენტს შეიძლება საღებავის, ფლუორესცეინის შემცველი წვეთებიც ჩააწვეთოს, რომლითაც დროებით იღებება რქოვანას დაზიანებული უბნები და ადვილდება მათი დათვალიერება.