ბულოზური კერატოპათია რქოვანას შეშუპებაა ბუშტუკის – ბებერას მსგავსად.
ბულოზური კერატოპათია ყველაზე ხშირად ხანში შესულებს ემართებათ. ზოგჯერ იგი ოპერაციის შემდეგ ვითარდება, მაგ. კატარაქტის მკურნალობისას. შეშუპების გამო სითხით სავსე ბუშტუკები წარმოიქმნება რქოვანას ზედაპირზე. ისინი შეიძლება დასკდეს, რაც ტკივილს, უცხო სხეულის ჩავარდნის შეგრძნებას იწვევს და შეიძლება მხედველობაც დააქვეითოს.
დიაგნოზი ისმება შეშუპებული, შემღვრეული, ბუშტუკებიანი რქოვანას დამახასიათებელი შეხედულებით.
ბულოზური კერატოპათიის მკურნალობა რქოვანაში სითხის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. ამისთვის თვალის მარილიანი წვეთები (ჰიპერტონიული მარილხსნარი) გამოიყენება, რომელსაც ჭარბი სითხე გამოაქვს. დისკომფორტის შესამცირებლად რბილი კონტაქტური ლინზების ტარება შეიძლება, რადგან ისინი გარედან ეკვრის და აფიქსირებს რქოვანას. მხედველობის დაქვეითების, ძლიერი ან ხანგრძლივი უსიამოვნო სიმპტომების შემთხვევაში ხშირად რქოვანას გადანერგვას მიმართავენ.