თვალბუდის სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. თვალბუდის სიმსივნეები
  2. თვალბუდის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
თვალბუდის სიმსივნეები

თვალის უკან მდებარე ქსოვილებში იშვიათად ვითარდება სიმსივნეები, როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი. სიმსივნეები ან თავად სტრუქტურებიდან შეიძლება წარმოიქმნას, ან სხეულის სხვა, ნებისმიერი ნაწილიდან გავრცელდეს (მეტასტაზირდეს) მათში ავთვისებიანობის შემთხვევაში.

სიმსივნური მასა თვალს შეიძლება უკნიდან მიაწვეს და წინ წამოსწიოს (რასაც პროპტოზი ან ეგზოფთალმი ეწოდება). შესაძლოა ასევე ვლინდებოდეს ტკივილი, მხედველობის გაორება ან დაქვეითება. წარმონაქმნის გამოსახულების მისაღებად და სხვა პათოლოგიების გამოსარიცხად კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ტარდება. სიმსივნის ტიპის დასადგენად ქსოვილის ნიმუშს იღებენ და მიკროსკოპით შეისწავლიან (ბიოფსია), რადგან სწორედ ამ კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული მკურნალობა. ინიშნება ოპერაცია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია ან ამ მეთოდების კომბინაცია.