ასაკის გავლენა (მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. ასაკის გავლენა (მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია)
  2. მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
ასაკის გავლენა (მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია)

არ არის დადგენილი, შეიძლება თუ არა, რომ საკუთრივ ასაკი ან ასაკთან ასოცირებული მახასიათებლები ახდენდნენ გავლენას იმ ცვლილებებზე, რომლებიც თანამიმდევრულად ხდება მამაკაცის სექსუალური ფუნქციურობის პერიოდში. ზრდასრულობის პერიოდში ერექციის სიხშირე, ხანგრძლივობა, სიმყარე თანდათანობით ქვეითდება. მამაკაცის სასქესო ჰორმონის (ტესტოსტერონი) დონე თანდათან იკლებს, რაც აქვეითებს სქესობრივი ურთიერთობების მართვის უნარს (ლიბიდო). ქვეითდება სისხლის ნაკადი პენისში. ხდება სხვა ცვლილებებიც: პენისის მგრძნობელობის და ეაკულაციური სითხის მოცულობის შემცირება, ეაკულაციის შეკავების უნარის დაქვეითება, ორგაზმი ეაკულაციის გარეშე, პენისის სწრაფად დარბილება და ხანგრძლივი რეფრაქტერული პერიოდი.