პენისის ანთება | მკურნალი.გე
  1. პენისის ანთება
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
პენისის ანთება

პენისის ჩუჩაზე და თავის არეში (პენისისკონუსისებური ფორმის დაბოლოება) შეიძლება განვითარდეს ანთებითი პროცესი.

  • ბალანიტი არის პენისის თავის ანთება.

  • პოსტჰიტი არის პენისის ჩუჩის ანთება.

  • ბალანოპოსტჰიტი არის პენისის ჩუჩის და თავის ანთება.

პენისის ანთება შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებმა, როგორებიცაა სოკო, სქესობრივად გადამდები დაავადებები (STDs) და სკაბიესი. არაინფექციური ხასიათის მიზეზები მოიცავს კანის დაავადებებს, Balanitis Xerotica Obliterans-ის ჩათვლით. ანთებით პროცესს ახასიათებს ტკივილი, ქავილი, სიწითლე, შეშუპება და საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს შარდსადენის შევიწროება (strictura). ბალანოპოსტჰიტი ხშირად იწყება ბალანიტით. იგი უფრო ხშირად ვითარდება პენისის ჩუჩის შეჭმუხნის დროს ან დიაბეტით დაავადებულ მამაკაცებში. ბალანიტით დაავადებულ მამაკაცებში მეტი რისკი არსებობს იმისა, რომ მათ მოგვიანებით განუვითარდეთ Balanitis Xerotica Obliterans, ფიმოზი, პარაფიმოზი და პენისის კიბო.

ექიმი დიაგნოზს სვამს ფიზიკური განვითარების შეფასების საფუძველზე. დიაბეტით დაავადებულ მამაკაცებში შეიძლება საჭირო გახდეს შაქრის დონის განსაზღვრა, ასევე – კვლევა სოკოვანი ინფექციისა და სქესობრივად გადამდები დაავადებების გამოსავლენად. მკურნალობა ტარდება გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.

Balanitis Xerotica Obliterans (ასევე ცნობილია, როგორც Lichen sclerosus et atrophicus) ვითარდება ქრონიკული ანთების შედეგად. ამ დროს პენისის დაბოლოებაზე კანი მაგრდება და თეთრი ფერის ხდება. შარდსადენის ღია ნაწილი ხშირად იფარება გამაგრებული თეთრი კანით, რომელიც ბლოკავს შარდის და თესლის გამოდინებას. ანტიანთებადი და ანტიბაქტერიული მალამოების გამოყენებით შეიძლება შემცირდეს ანთებითი პროცესი, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება შარდსადენის გაფართოება ქირურგიული მეთოდით.