ლიბიდოს დაქვეითება | მკურნალი.გე
  1. ლიბიდოს დაქვეითება
  2. სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
ლიბიდოს დაქვეითება

ლიბიდოს დაქვეითება ნიშნავს სექსის მართვის უნარის შესუსტებას.

  • მიზეზები შესაძლოა იყოს ფსიქოლოგიური ფაქტორები (როგორებიცაა დეპრესია, ნერვიულობა, ურთიერთობის პრობლემები), მედიკამენტები და ტესტოსტერონის დაბალი დონე);

  • მიზეზის შესაბამისად, ექიმები სთავაზობენ მამაკაცებს ფსიქოთერაპიას, უნიშნავენ მედიკამენტებს ან დამატებით ნიშნავენ ტესტოსტერონს.

სექსის მართვის (ლიბიდო) უნარი მამაკაცებში დიდად განსხვავებულია და სხვადასხვა მამაკაცს ლიბიდოს სიამოვნების სხვადასხვა ხარისხი აღენიშნება. ლიბიდო შეიძლება, დაღლილობის ან ნერვიულობის გამო, დროებით დაქვეითდეს. ჩვეულებრივ, ასაკის მატებასთან ერთად, ლიბიდო ქვეითდება. ლიბიდოს მუდმივად დაქვეითებამ შეიძლება სერიოზული განცდები გამოიწვიოს მამაკაცსა და მის სექსუალურ პარტნიორში.

შესაძლოა, მამაკაცს მთელი ცხოვრების განმავლობაში სუსტი ლიბიდო ჰქონდეს. ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი შესაძლოა იყოს ბავშვობაში სექსუალური ურთიერთობებისგან მიღებული ტრავმა ან სექსუალური ფიქრების დათრგუნვა. თუმცა, ხშირად ლიბიდო წლების შემდეგ, ნორმალური სექსუალური ურთიერთობების პირობებშიც შეიძლება დაქვეითდეს. ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები ასევე ხშირად არის ფსიქოლოგიური ფაქტორები – დეპრესია, ნერვიულობა და ურთიერთობების პრობლემები. ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს ასევე ზოგიერთი მედიკამენტი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის, დეპრესიის, ნერვიულობის ან პროსტატის მეტასტაზირებული კიბოს სამკურნალოდ) და ტესტოსტერონის დაბალი დონე.

მამაკაცი, რომელსაც დაქვეითებული ლიბიდო აქვს, ნაკლებად ფიქრობს სექსზე, დაკარგული აქვს ინტერესი სექსუალური ფანტაზიის, მასტურბაციის და, ასევე, სექსუალური აქტივობების მიმართ. მამაკაცის სექსუალური დაინტერესების პროვიცირება ვერ ხერხდება სხვადასხვა სექსუალური სტიმულატორითაც კი, როგორებიცაა გარეგნობა, სიტყვები ან შეხება. თუმცა, ხშირად მამაკაცი ინარჩუნებს სექსუალური აქტივობის უნარს. ზოგიერთი ერთვება კიდეც სექსუალურ აქტივობებში პარტნიორის დასაკმაყოფილებლად.

დიაგნოზის დასმის მიზნით, შეიძლება შემოწმდეს ტესტოსტერონის დონე სისხლში, თუმცა დიაგნოზი, როგორც წესი, მამაკაცის მიერ აღწერილ სიმპტომებს ეყრდნობა.

თუ მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისაა, მამაკაცს შეიძლება დახმარება გაეწიოს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, ქცევითი თერაპიის, როგორიცაა მგრძნობელობაზე ფოკუსირებული მეთოდი. ასევე სასარგებლოა კონსულტაცია ურთიერთობების თემაზე. მამაკაცმა უნდა გაიაზროს სტრესის მნიშვნელობა და მისი გავლენა ფიზიკურ ფუნქციაზე. თუ სისხლში ტესტოსტერონის დონე დაქვეითებულია, იგი შეიძლება დაენიშნოს მამაკაცს კანზე პლასტირის ან გელის გამოყენებით, ასევე, ინექციების სახით. თუ მიზეზი მედიკამენტია, ექიმს შეუძლია სცადოს მისი შეცვლა სხვა მედიკამენტით.