პრემენსტრუალური სინდრომი (პმს) ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომების ჯგუფია, რომელიც მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვლინდება და მისი დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულდება.
იმ სიმპტომების სიმრავლე, რომელთაც პმს აერთიანებს, კერძოდ, როგორებიცაა ცუდ ხასიათზე ყოფნა, გაღიზიანება, შეშუპება და სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობა, ართულებს მის იდენტიფიცირებას. პმს ქალების 20-50%-ს აღენიშნება. რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 5%-ს აღენიშნება დაავადების მძიმე ფორმა, რომელსაც პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევა ეწოდება.
პმს-ის მიზეზი, ნაწილობრივ, ციკლის განმავლობაში ესტროგენისა და პროგესტერონის დონის მერყეობაა. ზოგი ქალი მეტად მგრძნობიარეა ამგვარი ცვალებადობისადმი. ასევე, პმს-ის შემთხვევების ნაწილში შეიძლება პროგესტერონი სხვადასხვა გზით იშლებოდეს. ჩვეულებრივ, პროგესტერონი ორ კომპონენტად იშლება, რომლებიც ხასიათზე ურთიერთსაპირისპიროდ მოქმედებს. პმს-ის მქონე ქალების შემთხვევაში შესაძლოა ნაკლები რაოდენობით იყოს ის კომპონენტი, რომელიც შფოთვას ამცირებს და ჭარბად იყოს ის, რომელიც შფოთვის გაძლიერებას იწვევს.
ესტროგენისა და პროგესტერონის დონის მერყეობა გავლენას ახდენს სხვა ჰორმონებზე, მაგალითად, ალდოსტერონზე, რომელიც ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსს არეგულირებს. ალდოსტერონის სიჭარბემ შესაძლოა სითხის შეკავება და შეშუპება გამოიწვიოს.
სიმპტომების სახეობა და ინტენსივობა განსხვავებულია როგორც ქალებს შორის, ისე თვიდან თვემდე – ერთსა და იმავე ქალში. პმს-ის სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სიმპტომი ქალის მშვიდი ცხოვრების დარღვევას იწვევს.
სიმპტომებმა შეიძლება თავი იჩინოს როგორც მენსტრუაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ისე ნებისმიერ დროს, მენსტრუაციამდე მთელი 10 დღის განმავლობაში. ისინი სრულიად ქრება მენსტრუაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში. მენოპაუზის პერიოდთან მიახლოებისას.
სიმპტომები შეიძლება მენსტრუაციის განმავლობაში და მის შემდეგ რამდენიმე დღეს გაგრძელდეს. პმს სიმპტომებს შეიძლება მტკივნეული მენსტრუალური ციკლები (დისმენორეა) მოსდევდეს, განსაკუთრებით, მოზარდებს შორის.
პმს-ის დროს შესაძლოა გაუარესდეს სხვა დაავადებები. ამ დროს მოსალოდნელია:
პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევის დროს, პრემენსტრუალური სიმპტომები იმდენად მძაფრადაა გამოხატული, რომ გავლენას ახდენს მუშაობაზე, სოციალურ აქტივობებსა და პიროვნულ ურთიერთობებზე.
დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება. პრობლემის გამოვლენის მიზნით, ექიმი ქალს სთხოვს, აწარმოოს სიმპტომების დღიური. აღნიშნული ჩანაწერი ქალს ეხმარება საკუთარ სხეულში მიმდინარე და ხასიათობრივი ცვლილებების ამოცნობაში, ხოლო ექიმს – რეგულარული სიმპტომების გამოვლენასა და საუკეთესო მკურნალობის განსაზღვრაში. პრემენსტრუალური დისფორიული სინდრომის დიაგნოზი ქალის მიერ სულ მცირე 2 ციკლის სიმპტომების ჩანაწერის მიხედვით ისმება. ექიმს შეუძლია პრემენსტრუალური სინდრომი და პრემენსტრუალური დისფორიული სინდრომი განასხვავოს გუნება-განწყობის აშლილობისაგან, როგორიცაა დეპრესია, ვინაიდან სიმპტომები მენსტრუაციის დაწყებიდან მალევე გაივლის.
სიმპტომების შესამსუბუქებლად, სასურველია, ქალმა მიმართოს შემდეგ ღონისძიებებს:
დანამატების, განსაკუთრებით B6ვიტამინის მიღებამდე ქალი ექიმს უნდა გაესაუბროს, ვინაიდან მათი მაღალი დოზებით მიღება შესაძლოა საზიანო იყოს. შეიძლება ისეთმა მცირე დოზამ, როგორიცაა 200 მგ დღეში, ნერვის დაზიანება გამოიწვიოს.
სითხის შეკავების შესამცირებლად, ექიმმა შეიძლება შარდმდენი (ეხმარება თირკმლებს ორგანიზმიდან სითხისა და მარილების გამოტანაში) საშუალებები დანიშნოს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება (აასს-ები) ეხმარება თავის ტკივილის, მუცლის სპაზმური და სახსრების ტკივილის შემცირებაში. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავს ესტროგენს და პროგესტინს) მიღება ამცირებს ტკივილს, სარძევე ჯირკვლების ტკივილს და მადის ცვლილებას ქალების ერთ ნაწილში, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება გააუარესოს აღნიშნული სიმპტომები. მხოლოდ პროგესტინის შემცველი საშუალებების მიღება არ არის შედეგიანი.
უფრო მძიმე სიმპტომების შემთხვევაში, შეიძლება ეფექტიანი იყოს ანტიდეპრესანტების – ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის ან სერტრალინის მიღება. აღნიშნული მედიკამენტები გამოიყენება სიმპტომების პრევენციის მიზნით და, მეტი ეფექტის მისაღებად, უმჯობესია მათი სიმპტომების გამოვლენამდე მიღება. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიღების შემთხვევაში, მედიკამენტები მათ ისე საგრძნობლად ვერ ამსუბუქებს, როგორც გამოვლენამდე დაწყებული მკურნალობის დროს შეამსუბუქებდა. ძალზე შედეგიანია პმს-ის დროს განვითარებული გაღიზიანების, დეპრესიისა და სხვა სიმპტომების სამკურნალოდ. ექიმმა შეიძლება ქალს სთხოვოს დღიურის წარმოების გაგრძელება, რათა უკეთ იმსჯელონ ჩატარებული მკურნალობის ეფექტიანობის თაობაზე.
პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევების შემთხვევაში, შეიძლება სასარგებლო იყოს ისეთი ანტიდეპრესანტების მიღება, როგორებიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი ან სერტრალინი. სიმპტომების მართვა შეიძლება გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გრჰ) ანალოგის (როგორიცაა ლეუპროლიდი ან გოზერელინი) ინექციებით. აღნიშნული მედიკამენტი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონის სინთეზური ანალოგია. გრჰ ანალოგები იწვევს ორგანიზმში ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავების შემცირებას. ამგვარად, ეს მედიკამენტი გამოიყენება ესტროგენისა და პროგესტინის დაბალი დოზების შემცველ აბებთან ან დასაკრავ პლასტირთან ერთად