ძუძუს ინფექცია და აბსცესი | მკურნალი.გე
  1. ძუძუს ინფექცია და აბსცესი
  2. სარძევე ჯირკვლების დაავადებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ძუძუს ინფექცია და აბსცესი

ძუძუს ინფექცია (მასტიტი) იშვიათია, გარდა ძუძუთი კვების, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდისა. ყველაზე ხშირი სიმპტომია შეშუპებული, წითელი არეები, რომლებიც შეხებით მხურვალე და მგრძნობიარეა. მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გამოიწვიოს იშვიათი ფორმის ძუძუს კიბომ, რომელსაც ძუძუს ანთებადი კიბო ეწოდება.

ძუძუს ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებით ტარდება. ძუძუს აბსცესი, რომელიც კიდევ უფრო იშვიათობაა, სარძევე ჯირკვალში ჩირქის გროვაა. აბსცესი შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუ ძუძუს ინფექციის მკურნალობა სათანადოდ არ ტარდება. აბსცესის დრენირება ქირურგიული წესით კეთდება და ინიშნება ანტიბიოტიკები.