საშვილოსნოს ყელის პოლიპი | მკურნალი.გე
  1. საშვილოსნოს ყელის პოლიპი
  2. არაავთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
საშვილოსნოს ყელის პოლიპი

საშვილოსნოს ყელის პოლიპები ხშირი, თითისებური ფორმის წარმონაქმნებია, რომლებიც საშვილოსნოს ყელის არხში იჭრება. პოლიპები თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია (არაავთვისებიანია).

ქალების 2-5%-ს საშვილოსნოს ყელის პოლიპები აქვს. ისინი, სავარაუდოდ, ქრონიკული ანთების ან ინფექციის შედეგია. ისინი იშვიათადაა ავთვისებიანი.

საშვილოსნოს ყელის პოლიპების უმრავლესობა სიმპტომებს არ იწვევს. ზოგიერთი პოლიპი იწვევს სისხლდენას მენსტრუალურ ციკლებს შორის ან სქესობრივი კავშირის შემდეგ. ზოგი მათგანი ინფიცირდება და საშოდან ჩირქოვან გამონადენს იწვევს. პოლიპები, ჩვეულებრივ მოწითალო ვარდისფერი და დიამეტრით ½ ინჩზე (დაახლოებით 1 სმ) ნაკლებია.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმები პოლიპებს მენჯის გასინჯვის დროს ნახულობენ.

პოლიპებს, რომლებიც სისხლდენას ან გამონადენს იწვევს, ექიმის კაბინეტში აცილებენ ფიზიკური გასინჯვისას. გაუტკივარება საჭირო არაა. იშვიათად, პოლიპის მოცილების შემდეგ, ვლინდება სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში, დაზიანების არეში სისხლდენის შესაჩერებლად, ბამბის ტამპონით მწველ ნივთიერებას – ვერცხლის ნიტრატს – უსვამენ.

თუ პოლიპების მოცილების შემდეგ სიმპტომები (სისხლდენა და გამონადენი) გრძელდება, საშვილოსნოს ყელის კიბოს გამორიცხვის მიზნით, პაპანიკოლაუს (პაპ) ტესტი ან მისი სახესხვაობა (საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია) კეთდება. ასევე, ენდომეტრიუმის კიბოს გამოსარიცხად, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) ნიმუშის აღება და მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა (ენდომეტრიუმის ბიოფსია) ხდება.