1. საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის პათოლოგიები
  2. უშვილობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის პათოლოგიები

თუ საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი პათოლოგიურია, ის შესაძლოა ხელს უშლიდეს სპერმის საშვილოსნოში შეღწევას ან არღვევდეს სპერმატოზოიდების მთლიანობას.

ჩვეულებრივ, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი (განსაკუთრებით, ქვედა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია საშოში) წარმოადგენს სპერმატოზოიდებისთვის მდგრად შესქელებულ ქსოვილს მანამ, სანამ არ მოხდება კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გადმოსვლა (ოვულაცია). ოვულაციის შემდეგ ლორწოვანი ხდება გამჭვირვალე, ელასტიკური (რადგან ჰორმონ ესტროგენის დონე იმატებს). შედეგად, სპერმატოზოიდებს შეუძლიათ შეაღწიონ საშვილოსნოს ღრუში და შემდგომ – ფალოპის მილებში (სადაც ჩვეულებრივ ხდება განაყოფიერება), საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის გავლით.

ლორწოვანი გარსის პათოლოგიები შესაძლებელია განპირობებული იყოს შემდეგი მიზეზებით:

  • არ იცვლება ოვულაციისას (ხშირად მიზეზია ინფექცია), რაც ამცირებს დაორსულების ალბათობას;

  • დიდი რაოდენობით ბაქტერიების არსებობა საშოში, რაც საშვილოსნოს ყელის ინფექციას იწვევს (ცერვიციტი). საშვილოსნოში შეღწევამდე, ზოგჯერ სპერმატოზოიდების მთლიანობა ირღვევა.

  • სპერმატოზოიდების მიმართ ანტისხეულების დაგროვება საშვილოსნოს ყელზე, რაც იწვევს სპერმატოზოიდების დაღუპვას მანამ, სანამ ისინი მიაღწევენ კვერცხუჯრედამდე.

ჩვეულებრივ, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის პათოლოგიები შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლორწოვანის დაზიანება გამოწვეულია ქრონიკული ცერვიციტით ან კიბოსწინარე დაავადების (ცერვიკალური დისპლაზიის) მკურნალობის შემდგომი შევიწროებით.

დიაგნოზი

ექიმი სინჯავს ქალს, რათა გამოავლონოს, ხომ არ არის საშვილოსნოს ყელის არხი დავიწროებული და გამოიკვლიოს ინფექციებზე. ტესტი, რომლის მიხედვითაც დგინდება სპერმატოზოიდის ლორწოვანში შეღწევადობის ალბათობა, არ გამოიყენება, რადგან არ წარმოადგენს მაღალი სიზუსტის გამოკვლევას და არანაირ ინფორმაციას არ იძლევა ორსულობის ალბათობაზე.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს სპერმის შეყვანას საშვილოსნოს ღრუში ლორწოვანი გარსის ბარიერის გარეშე (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია). მედიკამენტები, როგორიც არის გუაიფენეზინი, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ლორწოვანი გარსის გათხელების ეფექტისთვის, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ მკურნალობის შედეგად ორსულობის გაზრდის ალბათობაზე.