ამოუცნობი ფაქტორები | მკურნალი.გე
  1. ამოუცნობი ფაქტორები
  2. უშვილობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ამოუცნობი ფაქტორები

უშვილობის ამოუცნობ ფაქტორებზე საუბრობენ, როდესაც სპერმის ანალიზი, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ოვულაციის პროცესი და ფალოპის მილების გამავლობა ნორმის ფარგლებშია.

როდესაც სავარაუდოა ამოუცნობი მიზეზით განპირობებული უშვილობა, მიზანშეწონილია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ქალს ეძლევა ჩასახვის მასტიმულირებელი მედიკამენტი (კლომიფენი), რომელიც ასტიმულირებს რამდენიმე კვერცხუჯრედის ერთდროულ მომწიფებას საკვერცხეში, და ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინი (hCG), რომელიც ასტიმულირებს ოვულაციას. აღნიშნული მკურნალობა გრძელდება მაქსიმუმ სამი მენსტრუალური ციკლი. დაორსულების შანსი ასეთ შემთხვევებში 1-ით მეტია;

  • სპერმის შეყვანა პირდაპირ საშვილოსნოს ღრუში ლორწოვანი ბარიერის გვერდის ავლით (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია), ოვულაციის შემდეგ 2 დღეში, რომელიც პროვოცირებულია ჩასახვის მასტიმულირებელი მედიკამენტებით;

  • თუ, მიუხედავად მცდელობებისა, ორსულობა არ დადგა, განიხილება ინ ვიტრო (in-vitro) განაყოფიერების საკითხი.

თუ კლომიფენს დამატებული hCG მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ქალებს ზოგჯერ აძლევენ ადამიანის გონადოტროპინს. ქალებს, რომელთაც არაერთგზის ჩაუტარდათ ჩასახვის მასტიმულირებელი თერაპია, დაორსულობის დაახლოებით იგივე შანსი აქვთ in-vitro განაყოფიერების გზით (დაახლოებით 65%), როგორიც იმ ქალებს, რომლებსაც მედიკამენტური მკურნალობის უშედეგო ერთი კურსის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ in-vitro განაყოფიერება.მიუხედავად ამისა, მეორე კატეგორიის ქალებთან ორსულობა in-vitro განაყოფიერების შემდეგ უფრო მალე ხდება.