ცვლილებებთან გამკლავება კლინიკაში ყოფნისას იწყება და სახლშიც გრძელდება.
საშოდან გამონადენი: ახალნამშობიარებ ქალს საშოდან გამონადენი აქვს. კლინიკაში, სამედიცინო პერსონალი მას აძლევს სპეციალურ საფენს, ასევე, ამოწმებენ გამონადენის რაოდენობასა და ფერს. ჩვეულებრივ, გამონადენი 3-4 დღის განმავლობაში სისხლოვანია. მოგვიანებით, დაახლოებით მე-10-12 დღისთვის იგი ღია ყავისფერი ხდება, შემდეგ – მოყვითალო-მოთეთრო. გამონადენი შეიძლება მშობიარობის შემდეგ 6 კვირამდე გაგრძელდეს.
მშობიარობიდან დაახლოებით ერთი ან ორი კვირის შემდეგ, შესაძლებელია ნარჩენი პლაცენტის ქსოვილის მოცილება, რაც საშოდან სისხლდენას გამოიწვევს. გამონადენის შესაშრობად შეიძლება ჰიგიენური საფენების გამოყენება და ხშირი ცვლა. შეიძლება ასევე კომფორტულად მორგებული ტამპონის გამოყენება და ხშირი ცვლა, თუ ის ხელს არ შეუშლის ეპიზიოტომიის განაკვეთის ან საშოს შესავალსა და სწორ ნაწლავს შორის (შორისის) არსებული ნახეთქის შეხორცებას.
წამლები: თუ ქალი ძუძუთი არ კვებავს ჩვილს, ისეთი წამლების მიღება, რომლებიც ტკივილს შეუმსუბუქებს ან ძილს მოუწესრიგებს, უსაფრთხოდ შეუძლია. ძუძუთი კვებაზე მყოფი ქალებისათვის, შედარებით უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებლებია აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. სხვა წამლების უმრავლესობა რძეში გადადის.
სასქესო მიდამო: საშოს ირგვლივი მიდამო, ჩვეულებრივ, მტკივნეულია და შესაძლებელია წვის შეგრძნება შარდვის დროს. შორისის ნახეთქები ან ეპიზიოტომიის ნაკერები, თავის მხრივ, ხელ უწყობს მტკივნეულობას და შესაძლოა შეშუპების განვითარებაც გამოიწვიოს.
მშობიარობის შემდეგ მალევე და პირველი 24 საათის განმავლობაში, ტკივილისა და შეშუპების შემცირების მიზნით, შესაძლებელია ყინულის ან ცივი საფენების გამოყენება. კანზე შეიძლება ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების წასმა. ტკივილის შემცირებაში ეხმარება საშოს ირგვლივი მიდამოს დღეში 2-3-ჯერ თბილი წყლით დაბანაც. ტკივილს ამცირებს თბილ წყალში მჯდომარე აბაზანა. მჯდომარე აბაზანის მიღება შეიძლება თბილ წყალში მჯდომარე მდგომარეობაში, რომლის დროსაც წყალი მხოლოდ შორისსა და დუნდულებს ფარავს. ქალი ფრთხილად უნდა იყოს ჩაჯდომისას. თუ ჯდომა მტკივნეულია, გამოიყენოს ,,დონატის” ფორმის ბალიში.
ბუასილი: მშობიარობის დროს ჭინთვამ შესაძლოა გამოიწვიოს ან გაამწვავოს ბუასილი. ბუასილით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია თბილ წყალში მჯდომარე აბაზანით და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების შემცველი გელის გამოყენებით.
სარძევე ჯირკვლების გადიდება: რძის დაგროვების გამო, სარძევე ჯირკვლები შეიძლება გადიდდეს, მკვრივი და მტკივნეული გახდეს. გაჯირჯვება ვლინდება რძის წარმოქმნის (ლაქტაციის) ადრეულ სტადიაზე.
თუ ქალი ჩვილის ძუძუთი კვებას არ აპირებს, დახმარების გაწევა შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებებით:
ქალებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ჩვილს, სანამ რძის გამოყოფა ჩვილის საჭიროებებს მიესადაგება, დაეხმარება ჩამოთვლილი ღონისძიებები:
თუ სარძევე ჯირკვლები ძალიან შეშუპებულია, რეკომენდებულია, ქალმა ძუძუ კვების დაწყებამდე გამოიწველოს, რათა ჩვილს გაუადვილდეს არეოლას (დვრილებს ირგვლივ არსებული კანის პიგმენტური არე) ირგვლივ ტუჩების მოჭიდება.
ხასიათი: მშობიარობის შემდეგ ხშირია უხასიათობა. ახალნამშობიარები ქალი არ უნდა შეშფოთდეს, თუ ხასიათის ცვლილება ძალიან გამოხატული არ არის ან 2 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება.