მშობიარობის შემდგომი პერიოდი | მკურნალი.გე
  1. მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  2. ქალთა ჯანმრთელობა
მშობიარობის შემდგომი პერიოდი

მშობიარობის შემდგომი (ლოგინობის) პერიოდი ბავშვის დაბადებიდან 6 კვირას გრძელდება. ესაა პერიოდი, როდესაც დედის ორგანიზმი ორსულობამდელ მდგომარეობას უბრუნდება. მშობიარობის შემდეგ, ქალს შეიძლება გარკვეული სიმპტომები ჰქონდეს, თუმცა, ისინი მსუბუქადაა გამოხატული და დროებითია. გართულებები იშვიათია. მიუხედავად ამისა, ექიმი, კლინიკის პერსონალი, ჩვეულებრივ, ოფისში ან ბინაზე შემდგომი მეთვალყურეობის გეგმას ადგენს.

ყველაზე ხშირ გართულებებს მიეკუთვნება:

  • ჭარბი სისხლდენა

  • საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, თირკმლების ან ძუძუს ინფექციები

  • ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემები

  • დეპრესია

მშობიარობის შემდგომი სისხლდენა მშობიარობიდან მალევე შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა, მისი განვითარება 6 კვირის შემდგომაცაა შესაძლებელი.