მშობიარობის შემდეგ, პირველი 6 თვის განმავლობაში, ქალების 4-7%-ში, ფარისებრი ჯირკვალი ცუდად ფუნქციონირებს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობა მომატებული ან დაბალი შეიძლება იყოს, რაც, ჩვეულებრივ, დროებითია. განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ქალები, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ან დიაბეტის ოჯახური ისტორია აქვთ. თუ ქალს უკვე აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, როგორიცაა ჩიყვი ან ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, მდგომარეობა, შესაძლოა გაუარესდეს.
ზოგჯერ, საჭირო ხდება მკურნალობის დანიშვნა.