ფიზიკური განვითარება (ახალშობილები და ჩვილები) | მკურნალი.გე
  1. ფიზიკური განვითარება (ახალშობილები და ჩვილები)
  2. ახალშობილები და ჩვილები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ფიზიკური განვითარება (ახალშობილები და ჩვილები)

ჩვილის განვითარება დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე, კვებაზე და გარემოზე. ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ზრდაზე. ოპტიმალური ზრდა საჭიროებს ოპტიმალურ კვებას და ჯანმრთელობას.

ახალშობილები, როგორც წესი, დაბადების წონის 5-7%-ს იკლებენ სიცოცხლის პირველ დღეებში. ახალშობილებმა, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, შესაძლოა დაკარგონ დაბადების წონის 7%. ამ წონას აღიდგენენ პირველი 2 კვირის მანძილზე, როდესაც საკვების მეტი რაოდენობის მიღებას იწყებენ. ამის შემდგომ ახალშობილები იმატებენ დაახლოებით 28 გრამს ყოველდღე პირველი 2 თვის მანძილზე, შემდგომში კი 450 გრამს. წონის ასეთი მატება იწვევს დაბადების წონის გაორმაგებას 5 თვის ასაკისთვის და გასამმაგებას 1 წლის ასაკისთვის. ბავშვის სიგრძე იმატებს 30%-ით 5 თვისათვის და 50%-ით 1 წლისათვის.

სხვადასხვა ორგანო სხვადასხვა სისწრაფით იზრდება. მაგალითად, რეპროდუქციული სისტემა ნახტომისებურად ვითარდება დაბადების შემდგომვე, ხოლო მომდევნო პერიოდში პუბერტატულ ასაკამდე მცირედ იცვლება. საპირისპიროდ, თავის ტვინი განსაკუთრებით იზრდება სიცოცხლის პირველ წლებში. დაბადებისას თავის ტვინის ზომა მოზრდილის ტვინის ზომის ერთ მეოთხედს შეადგენს, ხოლო 1 წლის ასაკისთვის – სამ მეოთხედს. თირკმლების ფუნქცია მოზრდილის დონეს ერთი წლის ბოლოსკენ აღწევს.

ქვედაყბის კბილები ძირითადად 5-9 თვის ასაკისთვის ამოდის. ზედა ყბის კბილები ამოსვლას 8-12 თვის პერიოდში იწყებს.