ოპტიმალური განვითარებისთვის ხელშეწყობა | მკურნალი.გე
  1. ოპტიმალური განვითარებისთვის ხელშეწყობა
  2. ახალშობილები და ჩვილები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ოპტიმალური განვითარებისთვის ხელშეწყობა

ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ შესაბამისი საკვები და გარემო ფიზიკური განვითარებისთვის. თუ მათი ფიზიკური მოთხოვნილებები რეგულარულად და მუდმივად კმაყოფილდება, ბავშვები სწრაფად სწავლობენ, რომ მათი მომვლელებია მათზე ზრუნვის წყარო და ნდობისა და მიჯაჭვულობის განწყობა უყალიბდებათ.

ფიზიკურ მოთხოვნილებებთან ერთად, ბავშვებს სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდებათ ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ზოგიერთი მშობელი ქმნის ბავშვისთვის კარგად ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ გარემოს სათამაშოებით და გასართობი საშუალებებით. თუმცა, გარემოს შემადგენელი წვრილმანები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სასიამოვნო, პოზიტიური ურთიერთობა, რომელიც მშობლებსა და ბავშვს შორის ყალიბდება. მშობლების მომღიმარი სახეები, ხშირად თბილი საუბარი, ფიზიკური კონტაქტი და სიყვარულის გამოხატვა, თუნდაც სათამაშოების და გასართობების გარეშე, არ აფერხებს ბავშვის განვითარებას.