პრევენციული ვიზიტები | მკურნალი.გე
  1. პრევენციული ვიზიტები
  2. ახალშობილები და ჩვილები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
პრევენციული ვიზიტები

ჯანმრთელი ახალშობილი პირველი წლის მანძილზე ექიმმა ხშირად უნდა მოინახულოს, პირველად დაბადებიდან 1-2 კვირაში, შემდეგ 2, 4, 6, 9 და 12 თვის ასაკისთვის. ამ ვიზიტების დროს ექიმი აფასებს ჩვილის ზრდას და განვითარებას სიგრძის, წონის, თავის გარშემოწერილობის მაჩვენებლების მიხედვით, ინფორმაციას იღებს მშობლებისგან განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ამოწმებს სმენას და მხედველობას. დღენაკლული ჩვილები (ჩვილები, რომლებმაც საშვილოსნოში დაჰყვეს 37 კვირაზე ნაკლები ხანი) რეგულარულად მოწმდებიან შესაძლო დღენაკლულთა რეტინოპათიის, თვალის დაავადების გამოსავლენად. გარდა ამისა, ექიმი ჩვილს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო აცრებს უტარებს.

პრევენციული ვიზიტების დროს ექიმს ეძლევა შესაძლებლობა მიაწოდოს მშობლებს ინფორმაცია კვების, ძილის, ქცევის, ბავშვის უსაფრთხოების და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ. დამატებით, ექიმი განუმარტავს მშობლებს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი შემდგომი ვიზიტისთვის.