სიცოცხლისთვის საშიში აშკარა მოვლენა (ALTE) არის გარკვეული საშიში სიმპტომების უცაბედი გამოვლინება, როგორიცაა სუნთქვის შეკავების გახანგრძლივებული პერიოდი (აპნოე), ფერის და კუნთთა ტონუსი ცვლილება, 1 წლის ასაკის ბავშვებში ხველა და პირღებინების მსგავსი მოძრაობები.
ALTE არ არის სპეციფიკური დარღვევა. ეს არის სიმპტომების ჯგუფი, რომელიც ჩნდება უცაბედად პატარა ბავშვებში. ALTE-ს ყველაზე ხშირი მიზეზები მოიცავს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს, ნერვული სისტემის დარღვევას (როგორიცაა კრუნჩხვები, მენინგიტი ან თავის ტვინის სიმსივნე), და ინფექციებს. ნაკლებად ხშირი მიზეზებია გულის და მეტაბოლური დაავადებები, ბავშვზე ძალადობა და სასუნთქი გზების შევიწროვება ან სრული ბლოკადა. შემთხვევების 50%-ში მიზეზი ვერ დგინდება.
ALTE ძირითადად ხასიათდება ჩვილის სუნთქვის აუხსნელი, უეცარი ცვლილებით, რაც აშინებს მშობელს და მომვლელს. ამ მოვლენის მახასიათებლები მოიცავს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს:
როდესაც ვითარდება ALTE, ექიმი სვამს რამდენიმე საკვანძო კითხვას:
ექიმი ატარებს ფიზიკურ შეფასებას, რათა მოხდეს ხილული დეფექტების შემოწმება, ძირითადად – ნერვული სისტემის პათოლოგიების, როგორიცაა რიგიდობა (პასტურობა) ან მოდუნება (კუნთთა სუსტი ტონუსი) და ტრავმის ნიშნები.
ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს ლაბორატორიული ტესტები (როგორიცაა ღვიძლის ფუნქციური, სისხლის, განავლის და შარდის ანალიზი), რადიოლოგიური კვლევები (როგორიცაა გულმკერდის რენტგენოგრამა ან კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)), ელექტროკარდიოგრაფია ან მათი კომბინაცია შეფასების შედეგების მიხედვით. შესაძლოა ჩატარდეს გამოკვლევები (როგორიცაა ელექტროენცეფალოგრამა), რათა შემოწმდეს სხვა შესაძლო მიზეზების არსებობა.
პროგნოზი დამოკიდებულია მიზეზზე. ზოგიერთი მიზეზი, როგორიცაა ნევროლოგიური დარღვევა, უფრო საშიშია ვიდრე სხვები. თუ ALTE-ს მიზეზი არ ყოფილა სერიოზული დარღვევა, ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ სამომავლო შედეგები. ALTE-ს და ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომს შორის კავშირი უცნობია. თუმცა, ექიმების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჩვილებს, რომელთაც ჰქონდათ ALTE, აქვთ უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების მაღალი რისკი.
თუ მოხდა გამომწვევის აღმოჩენა, ტარდება მისი მკურნალობა. ხდება ჩვილების ჰოსპიტალიცაზია მონიტორინგისა და ღრმა შეფასებისთვის, რომელთაც დასჭირდათ CPR ან გასინჯვის ან ლაბორატორიული კვლევებისას აღმოაჩნდათ რაიმე პათოლოგია.
უნდა მოხდეს მშობლების და მომვლელების ბავშვის CPR-ში (გულ-ფილტვის რეანიმაციაში) და ჩვილის მოვლის ზოგად უსაფრთხოებებში (როგორიცაა ბავშვის დაძინებისას ზურგზე დაწვენა და თამბაქოს გამონაბოლქვის ელიმინაცია) მომზადება. ექიმები ხანდახან რეკომენდაციას უწევენ მცირე დროით სახლში აპნოეს მონიტორინგის აპარატების გამოყენებას. უმჯობესია ის მონიტორები, რომლებიც იწერენ ჩვილის სუნთქვის ტიპს და გულისცემას, ვიდრე მონიტორები, რომლებიც მხოლოდ გამოსცემენ სიგნალს. ჩანაწერები შეიძლება დაეხმაროს ექიმს განარჩიოს მცდარი სიგნალები ნამდვილი მოვლენებისგან.