ფიზიკური განვითარება (სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები) | მკურნალი.გე
  1. ფიზიკური განვითარება (სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები)
  2. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ფიზიკური განვითარება (სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები)

ზრდის ინტენსივობა მცირდება 1 წლის ასაკისთვის. როგორც კი ზრდა ნელდება, ბავშვებს სჭირდებათ უფრო მცირე როდენობის კალორიები და მშობლებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ ამ დროს მადა ქვეითდება. 2 წლის ასაკის ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ახირებული კვების მანერა, რაც ხანდახან მშობლებს ანერვიულებს. თითქოს ზოგიერთი ბავშვი თითქმის არაფერს ჭამს, მაგრამ მაინც აგრძელებს ზრდას და წონაში მატებას. სინამდვილეში, ბავშვი ჭამს ერთ დღეს ცოტას და მეორე დღეს კი – საკომპენსაციოდ, უფრო მეტს.

ბავშვებს, რომლებიც იწყებენ სიარულს, აქვთ მახასიათებელი აღნაგობა: მუცელი წინ არის გამოზნექილი და ზურგი მოხრილია. ფეხები შეიძლება მოგვეჩვენოს საკმაოდ მოღუნული. 3 წლის ასაკისთვის კუნთების ტონუსი იმატებს და სხეულის ცხიმის წილი ორგანიზმში მცირდება, ასე რომ, სხეული უფრო გამხდარი და მეტად კუნთოვანი ჩანს. ბავშვების უმეტესობას ამ დროისთვის შეუძლია აკონტროლოს ნაწლავთა და შარდის ბუშტის მოქმედება.

სკოლამდელი და სკოლის ასაკის დროს, სიმაღლეში და წონაში ზრდა თანაზომიერია. შემდგომი მკვეთრი ზრდის ნახტომი არის ნაადრევი მომწიფების დროს. თანაზომიერი ზრდისას, ბავშვების უმეტესობა მიყვება სამიზნე მრუდს. ექიმი აფასებს ბავშვების ზრდას ამ ასაკის სხვა ბავშვებთან შედარებით და აკონტროლებს წონის მატებას სიმაღლესთან მიმართებაში. ზოგიერთი ბავშვი თავიდანვე შეიძლება იყოს მსუქანი. 24 თვის ასაკის ბავშვის სიმაღლის გაორმაგება ზუსტად გვამცნობს წინასწარ მოზრდილობისას მის სავარაუდო სიმაღლეს.