ინტელექტუალური განვითარება | მკურნალი.გე
  1. ინტელექტუალური განვითარება
  2. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ინტელექტუალური განვითარება

2 წლის ასაკისთვის ბავშვებს ესმით დროის მნიშვნელობა ფართო გაგებით. ძირითადად 2-3 წლის ბავშვებს სჯერათ, რომ ყველაფერი, რაც მოხდა წარსულში, მოხდა "გუშინ" და ყველაფერი რაც მოხდება მომავალში, მოხდება "ხვალ".

ამ ასაკში ბავშვს აქვს ნათელი წარმოსახვა, მაგრამ უძნელდება ფანტაზიის რეალობისგან განსხვავება. 4 წლის ასაკისთვის ბავშვების უმეტესობას აქვს დროის უფრო გართულებული აღქმა. ისინი აანალიზებენ, რომ დღე იყოფა დილად, შუადღედ და ღამედ. მათ ესმით სეზონის ცვლილება.

18 თვიდან 5 წლამდე ასაკში ბავშვის სიტყვათა მარაგი იზრდება 50-დან რამდენიმე ათას სიტყვამდე. მათ შეუძლიათ დაასახელონ ნივთებისა და მოვლენების სახელები და აქტიურად დასვან კითხვები. 2 წლის ასაკში ბავშვი იწყებს ორი სიტყვის ერთად თქმას მოკლე ფრაზებად, და 3 წლისთვის აწყობს მარტივ წინადადებებს. გამოთქმა თანდათან უმჯობესდება, ბავშვის მეტყველება უცხოსთვის ნაწილობრივ გასაგები ხდება 2 წლის ასაკში და სრულიად გასაგებია 4 წლის ასაკისთვის. 4 წლის ბავშვს შეუძლია მოყვეს მარტივი ამბავი და ჩაერთოს უფროსების ან სხვა ბავშვების საუბარში.

18 თვის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მოუსმინონ და გაიგონ მათთვის წაკითხული ამბავი. 5 წლის ასაკისთვის იციან ანბანი და ცნობენ დაწერილ მარტივ სიტყვებს. ეს უნარები აუცილებელია მარტივი სიტყვების, ფრაზების და წინადადებების წასაკითხად. წიგნებთან ურთიერთობის ინტენსივობისა და ბუნებრივი შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვების უმრავლესობას შეუძლია კითხვა 6-7 წლის ასაკისთვის.

7 წლის ასაკში ბავშვების ინტელექტუალური შესაძლებლობები უფრო რთულდება. ამ დროისთვის, ბავშვებს მეტად შეუძლიათ ერთდროულად მოახდინონ კონცენტრირება მოვლენის ან სიტუაციის ერთზე მეტ ასპექტზე. მაგალითად, სკოლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ შეაფასონ, რომ მაღალ, წვრილ კონტეინერს შეუძლია შეინახოს იგივე რაოდენობის წყალი, რაც დაბალსა და ფართოს. ხვდებიან, რომ წამალი შეიძლება იყოს უგემური, მაგრამ ის მათ გამოაჯანმრთელებს, ან დედა მათ შეიძლება უბრაზდებოდეს, მაგრამ მაინც უყვარს ისინი. ბავშვებს სულ უფრო და უფრო მეტად ესმით სხვა ადამიანის ჩანაფიქრი და სწავლობენ, როგორ მიიღონ მონაწილეობა თამაშსა ან საუბარში. დამატებით, სკოლის ასაკის ბავშვს შეუძლია დაემორჩილოს თამაშის წესებს. ამ ასაკის ბავშვები იძენენ დაკვირვებისა და განსჯის უნარს და აქვს მრავალი მოსაზრება.