ოპტიმალური ჯანმრთელობის და განვითარების ხელშეწყობა | მკურნალი.გე
  1. ოპტიმალური ჯანმრთელობის და განვითარების ხელშეწყობა
  2. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ოპტიმალური ჯანმრთელობის და განვითარების ხელშეწყობა

მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს, რათა ჰქონდეთ შეძლებისდაგვარად საუკეთესო ჯანმრთელობა. მაგალითად, მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიმსუქნე ჯანსაღი კვების ჩვევის დანერგვით და რეგულარული ვარჯიშის ხელშეწყობით. ბავშვებმა უნდა მიიღონ მრავალფეროვანი საკვები, ხილის და ბოსტნეულის ჩათვლით ცილასთან ერთად. რეგულარული კვება და მცირე კალორიული საუზმე ხელს უწყობს ჯანმრთელ კვებას, მომთხოვნ სკოლამდელი ასაკის ბავშვთანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა შეიძლება აკრძალონ ჯანმრთელი საკვების მიღება, როგორიცაა ბროკოლი ან ლობიო, რაღაც პერიოდით, მნიშვნელოვანია რომ გაგრძელდეს ჯანმრთელი საკვების შეთავაზება. მშობლებმა უნდა შეზღუდონ ხილის წვენების მიცემა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წვენები ჯანსაღი პროდუქტებია, ისინი ძირითადად შაქრიანი წყალია. სადილის დროს ზოგიერთ ბავშვს ეკარგება მადა, როდესაც ბევრ ხილის წვენს იღებს. ბავშვებს აღარ უნდა დავალევინოთ ბოთლიდან 1 წლის ასაკისთვის, რათა შევამციროთ წვენების და რძის მიღება და თავიდან ავიცილოთ კარიესი.

ბავშვის ოპტიმალური განვითარების ხელშეწყობისთვის კარგად მოქმედებს დამყოლი მიდგომა, ბავშვის ასაკის, ტემპერამენტის, განვითარების სტადიის და სწავლის სტილის გათვალისწინება. საუკეთესოა მშობლების, მასწავლებლების და ბავშვის კოორდინირებული მოქმედება. ამ წლების მანძილზე, ბავშვებს სჭირდებათ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მუდმივ ცნობისმოყვარეობას და დასწავლას. ბავშვს უნდა ჰქონდეს წიგნებითან და მუსიკასთან კავშირი. ყოველდღიური ინტერაქტიული კითხვის რუტინა და მშობლებთან კითხვა-პასუხი ეხმარება ბავშვს ყურადღების მოკრებაში და გასაგებად წაკითხვაში, ეხმარება, საინტერესო გახდეს სასწავლო აქტივობები. ტელევიზორის და ელექტრონული თამაშების შეზღუდვა დღეში 2 საათზე ნაკლებ დრომდე, ხელს უწყობს, დარჩეს უფრო მეტი დრო ინტერაქტიული თამაშისთვის.

საბავშვო ბაღებს და სკოლამდელ დაწესებულებებს ბევრი ახალგაზრდა ბავშვისთვის აქვთ პრივილეგიები. მათ შეუძლიათ ისწავლონ მნიშვნელოვანი სოციალური უნარები, როგორიცაა გაზიარება. დამატებით, ისინი იწყებენ ასოების, ციფრების და ფერების ცნობას. ამ უნარების სწავლა აადვილებს სკოლაში გადასვლას. მნიშვნელოვანია, რომ სტრუქტურირებულ სკოლამდელ დაწესებულებაში შეიძლება მოხდეს განვითარების პოტენციური პრობლემების აღმოჩენა და დროულად ყურადღების მიქცევა.

მშობლები, რომლებსაც სჭირდებათ საბავშვო ბაღი, ფიქრობენ, თუ როგორია საუკეთესო გარემო და რამდენად ავნებს ბავშვს სხვების მოვლა. არსებული ინფორმაციები ამ საკითხზე გვირჩევენ, რომ პატარა ბავშვები ორივე შემთხვევაში კარგად არიან, სახლში და სახლის გარეთაც, მანამ, სანამ გარემო მათთვის საყვარელი და მზრუნველია. ბავშვის აზრის გათვალისწინებით საბავშვო ბაღის შესახებ, მშობლები უფრო უკეთესად არჩევენ საუკეთესო გარემოს. ზოგიერთ ბავშვს უნდა ბაღი, სადაც ბევრი ბავშვია, მაშინ როდესაც სხვებს ურჩევნიათ საკუთარი სახლი ან პატარა ჯგუფი.

როდესაც ბავშვი იწყებს საშინაო დავალებების მიღებას, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მათ ბავშვის დავალებისადმი ინტერესის გამოხატვით, კითხვების დალაგებაში მოხმარებით, მაგრამ სამუშაო ბოლომდე არ უნდა გაუკეთონ, უნდა შეუქმნან მშვიდი სასწავლო გარემო შინ და რაიმე პრობლემის დროს ჰქონდეთ მასწავლებელთან კავშირი. სასწავლო წლების მატების მიხედვით, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ბავშვების მოთხოვნები სასწავლო პროგრამის გარეთ აქტივობის არჩევისას. ბევრ ბავშვს უნდა ჯგუფურ სპორტში მონაწილეობის მიღება ან მუსიკალური ინსტრუმენტის შესწავლა. ამ აქტივობებს შესაძლოა დასჭირდეს სოციალური უნარების გაუმჯობესება. სხვა მხრივ, ზოგიერთი ბავშვი იღებს დიდ სტრესს, თუ ძალიან გადაიღლება და სთხოვენ ბევრ აქტივობაში ჩართვას. ბავშვები უნდა გავამხნევოთ და მხარი დავუჭიროთ ისე, რომ არ მოხდეს არაარეალური მოთხოვნების წამოყენება.