ორსულობის გართულებები | მკურნალი.გე
  1. ორსულობის გართულებები
  2. ქალთა ჯანმრთელობა
ორსულობის გართულებები

ორსულობის გართულებები ის პრობლემებია, რომლებიც მხოლოდ ფეხმძიმობის დროს წარმოიშობა. ამ გართულებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქალზე, ნაყოფზე ან ორივეზე და სხვადასხვა დროს განვითარდეს. ასე, მაგალითად, ისეთი გართულებები, როგორიცაა პლაცენტის არასწორად მიმაგრება (წინმდებარეობა) ან ნაადრევი აცლა საშვილოსნოს კედლიდან, იწვევს საშოდან სისხლდენას ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს ზრდის მუცლის მოშლისა და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის (ჰემორაგიის) რისკს. ამასთანავე, ამ გართულებებს თან ახლავს მშობიარობისას ქალის დაღუპვის მცირედ მომატებული საშიშროებაც. თუმცაღა, ორსულობის გართულებების უმრავლესობა საკმაოდ კარგად ემორჩილება მკურნალობას.