ენკოპრეზი | მკურნალი.გე
  1. ენკოპრეზი
  2. ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ენკოპრეზი

ენკოპრეზი არის ნაწლავთა უნებლიე მოქმედება, რომელიც არ არის გამოწვეული დაავადებით ან ფიზიკური პათოლოგიით.

ენკოპრეზი გვხვდება 4 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით 3 %-ში და უფრო ნაკლებია ასაკის მატებასთან ერთად. ის ვითარდება ტუალეტის გამოყენების სწავლებასთან ან სკოლის დაწყებასთან ერთად. ამ დროს ბავშვი ცდილობს აკონტროლოს დეფეკაცია, ამიტომ თრგუნავს კუჭში გასვლის სურვილს და იკავებს განავალს. ამ შეკავებას ქრონიკული ყაბზობა მოსდევს, რომელიც ჭიმავს ნაწლავის კედლებს და ამცირებს ბავშვის მიერ სრული ნაწლავის აღქმის უნარს, აქვეითებს კუნთოვან კონტროლს. განავლის გამოჟონვა მაშინ ხდება, როდესაც გამოიდევნება მაგარი, მშრალი განავალი ან როდესაც სველი განავალი მოდის ნელა გაჭედილი განავლის გარშემო.

ექიმი თავდაპირველად ცდილობს განსაზღვროს მიზეზი. თუ ეს ყაბზობაა, ინიშნება საფაღარათოები (განავლის მასის გამათხელებელი) და სხვა ღონისძიებები (როგორიცაა ბავშვისთვის ტუალეტის რეჟიმის შეცვლა, დიეტა, გარემო, სხვა ქცევები) ნაწლავთა რეგულარული მოქმედების დაწყებისთვის. როდესაც ეს მიიღწევა, გამონაჟონი მცირდება. აუცილებელია რბილი განავლის შენარჩუნება რამდენიმე თვით, რათა დაჭიმული ნაწლავის კედელი დაუბრუნდეს ნორმალურ ფორმას და აღდგეს რექტალური სისავსის შეგრძნება. თუ ამ ჩარევამ ვერ უშველა, შეიძლება დაგვჭირდეს დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა მუცლის რენტგენოლოგიური კვლევა, იშვიათად – რექტალური კედლის ბიოფსია, რომლის დროსაც იღებენ ქსოვილის ნიმუშს და იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ. თუ ფიზიკურ მიზეზს იპოვიან, შესაძლებელია მისი მკურნალობა. ყველაზე რთულ შემთხვევაში ენკოპრეზი არის ემოციური და ქცევითი პრობლემის შედეგი.