ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში | მკურნალი.გე
  1. ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში

ბავშვები ზრდის კვალდაკვალ ახალ უნარჩვევებს იძენენ. ზოგიერთი უნარი, როგორიცაა შარდვის და დეფეკაციის კონტროლი, დამოკიდებულია ბავშვის ნერვული სისტემის და თავის ტვინის მომწიფებაზე. დანარჩენები კი, როგორიცაა შინ და სკოლაში შესაფერისი ქცევა, დამოკიდებულია რთულ კავშირებზე ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ (კოგნიტიური) განვითარებასა და ჯანმრთელობას, ტემპერამენტს, მშობლებთან, მასწავლებლებთან და მომვლელებთან ურთიერთობას შორის.

ქცევითი და განვითარების პრობლემები შეიძლება იმდენად გართულდეს, რომ ხელი შეუშალოს ბავშვის ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვა ადამიანებთან. ზოგიერთი ქცევითი პრობლემა, როგორიცაა უნებლიე შარდვა, შეიძლება იყოს მარტივი და მალე მოიხსნას. სხვა ქცევითი პრობლემები, რომლებიც ბავშვებში წარმოქმნიან ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის დაავადებას (ADHD), შეიძლება საჭიროებდნენ მკურნალობას. პრობლემების უმეტესი ნაწილი, რომელიც აღწერილია ამ თავში, წარმოიქმნება განვითარებული, ნორმალური ქცევებიდან, რომლებსაც ბავშვები მარტივად იძენენ. მკურნალობის მიზანია ბავშვებს მოვანდომოთ თავიანთი ქცევის შევლა და ამის შედეგად მათ შეიცვალონ არასასურველი ჩვევები. ეს მიზანი ითხოვს მშობლების ქცევების მუდმივ ცვლილებებს, რაც საბოლოოდ იწვევს ბავშვის ქცევების გაუმჯობესებას.