წუთიერი გაცხარებები ხშირია ბავშვთა ასაკში. ისინი ძირითადად გვხვდება 1 წლის დასასრულისკენ და ყველაზე ხშირია 2-დან 4 წლამდე და იშვიათია 5 წლის შემდგომ. თუ გაცხარებები ხშირია 5 წლის ზემოთ, ისინი შეიძლება გაგრძელდეს მთელი ბავშვობის პერიოდში.
მისი მიზეზებია იმედის გაცრუება, დაღლა და შიმშილი. ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი წუთიერი გაცხარებები ყურადღების მიპყრობის მიზნით, რაიმეს მისაღწევად ან რაიმეს გაკეთებისგან თავის არიდების მიზნით. მშობლები ხშირად იდანაშაულებენ თავს (მცირე მზრუნველობის გამო), მაშინ როდესაც რეალური მიზეზი არის ბავშვის ხასიათის, იმჟამინდელი გარემოების და ნორმალური ქცევის განვითარების კომბინაცია. იშვიათად მიზეზი შეიძლება იყოს მენტალური, ფიზიკური და სოციალური პრობლემები და უფრო მეტადაა სავარაუდო თუ შეტევა გრძელდება 15 წუთზე მეტხანს ან დღეში რამდენიმეჯერა.
ბავშვმა, რომელსაც აქვს წუთიერი გაცხარება, შეიძლება იყვიროს, იკივლოს, იქნიოს ხელები, დაწვეს იატაკზე, აბაკუნოს ფეხები და ისროლოს ნივთები. ზოგიერთი ქცევა შეიძლება იყოს გაშმაგების მსგავსი და პოტენციურად საზიანო. ბავშვი წითლდება სახეზე და ურტყამს ხელებს და ფეხებს. ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება ნებაყოფლობით შეიკავოს სუნთქვა რამდენიმე წამით და შემდგომ განაახლონ ნორმალური სუნთქვა (განსხვავებით ჩაბჟირებებისგან, რომელიც ვითარდება იმედის გაცრუებისას, ტირილის შემდგომ.
ხშირად ეფექტურია ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რათა თავად დაწყნარდნენ, მაგრამ ბევრს უძნელდება შეტევის თავისით შეჩერება. უმეტეს შემთხვევაში, გაღიზიანების წყაროს გახსენება, შეტევას უფრო ახანგრძლივებს. ამრიგად, სასურველია, რომ გადავატანინოთ ყურადღება ბავშვებს სხვა ალტერნატიულ აქტივობებზე, რომელზედაც მოახდენენ ფოკუსირებას. ბავშვზე შეიძლება კარგად იმოქმედოს იმ სიტუაციიდან ფიზიკურად მოშორებამ.