ჩაბჟირება არის ეპიზოდი, როდესაც ბავშვი აჩერებს სუნთქვას და კარგავს გონებას მოკლე დროით, შიშის ან ემოციური გადაძაბვის მომენტში და ტკივილის დროს.
სუნთქვის შეკავების ეპიზოდები გვხვდება სხვამხრივ ჯანმრთელი ბავშვების 5%-ში. ძირითადად იწყება სიცოცხლის პირველ წელიწადს და პიკს აღწევს 2 წლის ასაკში. ის ქრება 50%-ში 4 წლის და 83%-ში 8 წლის ასაკისთვის. სუნთქვის შეკავების ეპიზოდები შეიძლება იყოს ორი ფორმის.
სუნთქვის შეკავების ციანოზური ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირია, იწყება ქვეცნობიერად მცირე ასაკის ბავშვებში, როგორც წუთიერი გაბრაზების კომპონენტი ან საპასუხო რეაქცია დატუქსვასა ან განაწყენებაზე. ეპიზოდების პიკი გხვდება 2 წლის ასაკში და იშვიათია 5 წლის შემდგომ. ძირითადად ბავშვი წამოიტირებს (არ არის აუცილებელი, რომ ისინი ამას აცნობიერებდნენ), ამოისუნთქავს და შემდგომ აჩერებს სუნთქვას. ამის შემდგომ უცბად, კანი ლურჯდება და ბავშვი კარგავს გონებას. შეიძლება განვითარდეს მოკლე კრუნჩხვა. რამდენიმე წამის შემდგომ, სუნთქვა განახლდება, კანის ფერი ნორმალური ხდება და ცნობიერება ბრუნდება. ეს ეპიზოდი შეიძლება შევწყვიტოთ, თუ ბავშვს დავადებთ ცივ ჩვარს სახეზე, როდესაც დაიწყებს ჩაბჟირებას. ამ ეპიზოდის საშიში ბუნების მიუხედავად, მშობლები უნდა შეეცადონ, თავი აარიდონ ამ ქცევის (ჩაბჟირების) გაძლიერების სტიმულირებას.
ციანოზური სუნთქვის შეკავება ემორჩილება რკინის დანამატებით მკურნალობას, მაშინაც კი, თუ არ აქვს რკინადეფიციტური ანემია და – ობსტრუქციული ძილის აპნოეს მკურნალობას.
ფერმკრთალი ფორმები ძირითადად მოყვება ტკივილს, დაცემას, თავის უკან გადავარდნას ან უცბად შეშინებას. ტვინი აგზავნის სიგნალს (ცთომილი ნერვის მეშვეობით), რაც ანელებს გულის ცემას და იწვევს გონების დაკარგვას. ამგვარად, გონების კარგვა და სუნთქვის შეჩერება (ორივე დროებითია) არის ნერვის პასუხის შედეგი შეშინებაზე, რაც იწვევს გულისცემის შენელებას.
ბავშვი აჩერებს სუნთქვას, სწრაფად კარგავს გონებას და ხდება ფერმკრთალი და დუნე. შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა ან შეუკავებლობა. გული ცემს ძალიან ნელა. ეპიზოდის შემდგომ, გულისცემა კვლავ ჩქარდება, სუნთქვა ხელახლა იწყება და ცნობიერება ბრუნდება მკურნალობის გარეშე. რადგან ეს ფორმა იშვიათია, შეიძლება საჭირო გახდეს ღრმა დიაგნოსტიკური შეფასება და მკურნალობა ეპიზოდების გახშირების შემთხვევაში.