ადრეული მომწიფების დროს, ბავშვი იწყებს აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. ეს იწვევს საკუთარი თავის გაძლიერებულ შეცნობას და საკუთარ არსზე დაფიქრებას. მოზარდობაში ბევრი მნიშვნელოვანი ფიზიკური ცვლილების გამო თავის შეცნობას თან ახლავს უხერხულობის გრძნობა. მოზარდები ზრუნავენ ფიზიკურ გარეგნობაზე და მიმზიდველობაზე და თანატოლებისგან განსხვავებულობას მგრნობიარედ აღიქვამენ.
შუა მოზარდობის პერიოდში რთულია სამომავლო კარიერის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მოზარდთა უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები, თუმცა ისინი ნელ-ნელა აანალიზებენ საკუთარი ინტერესის სფეროებს და ნიჭს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ მოზარდის შესაძლებლობები და დაეხმარონ მათ რეალისტური მიზნების დასახვაში. მშობლები მზად უნდა იყვნენ იმ სიძნელეების აღმოსაჩენად, რომლებიც მოზარდს სწავლაში უშლის ხელს, როგორიცაა დასწავლის უუნარობა, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები ან სწავლის შეუსაბამო გარემო – ეს პრობლემები მშობელთა დახმარებით უნდა გამოსწორდეს.
იცვლება მოზარდთა დამოკიდებულება მორალური საკითხებისადმიც. მოზარდობამდე ბავშვებს სწორი და არასწორი ესმით, როგორც ფიქსირებული და აბსოლუტური. უფროსი ასაკის მოზარდებისთვის კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შეხედულებები სტანდარტული ქცევების შესახებ და შეიძლება უარყონ ტრადიციები, რაც მშობლების შეშფოთებას იწვევს. იდეალურ შემთხვევაში, ეს ცვლილებები მთავრდება განვითარებით და მოზარდის მორალური კოდექსის ჩამოყალიბებით.
ბევრი მოზარდი ერთვება რისკიან ქცევებში, როგორიცაა სწრაფი ტარება. იწყებენ სქესობრივ ექსპერიმენტებს და ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს რისკიანი სქესობრივი პრაქტიკა. ზოგიერთმა შეიძლება მიმართოს არალეგალურ აქტივობებს, როგორიაა ქურდობა, ალკოჰოლის და წამლის მოხმარება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთი ქცევების მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ მოზარდები ზედმეტად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება. ნერვული სისტემის ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ ტვინის ნაწილი, რომელიც ახდენს იმპულსების სუპრესიას, არ არის ადრეულ მოზრდილობამდე სრულად მომწიფებული.