1. მოზარდები
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
მოზარდები

მოზარდობის ასაკში (10 წლიდან 20-იანი წლების დასაწყისამდე), ბავშვები ხდებიან ახალგაზრდა მოზრდილები. ისინი მწიფდებიან სოციალურად და ფიზიკურად. ამ პერიოდში ხდება ასევე სქესობრივი მომწიფება და სოციალურად დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება. ამ დროის განმავლობაში უვითარდება სქესის შეგრძნება და უყალიბდება ინტიმური ურთიერთობები ხალხთან, რომლებიც არ არიან მისი ოჯახის წევრები. ამ რთულ პერიოდში მოზარდების მართვა მშობლებისთვის შეიძლება რთული იყოს. მოზარდები ხშირად ერთვებიან სარისკო მოქმედებებში (როგორიცაა ძალადობა ან უზომოდ სმა), რაც იწვევს ჯანმრთელობის მწვავე დაზიანებას. არაჯანსაღი ქცევები, როგორიცაა სიგარეტის მოწევა ან ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც იწვევენ მოგვიანებით სიცოცხლეში სერიოზულ პრობლემებს, ძირითადად იწყება მოზარდობის პერიოდში.