1. სქესობრივი მომწიფების შეფერხება
  2. პრობლემები მოზარდობის ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სქესობრივი მომწიფების შეფერხება

სქესობრივი მომწიფების შეფერხება დიაგნოსტირდება მაშინ, როცა მოსალოდნელ დროს არ ხდება სქესობრივი განვითარების დაწყება.

  • მიზეზებს შორის აღსანიშნავია სხვადასხვა დარღვევა, რადიაციული ან ქიმიოთერაპია, გაძლიერებული დიეტა ან ვარჯიში, გენეტიკური დარღვევები, სიმსივნე და ზოგიერთი ინფექციები;

  • ტიპური სიმპტომებია ბიჭებში სათესლე ჯირკვლების ზრდის და ბოქვენის გათმიანების შეფერხება და გოგონებში მკერდის და მენსტრუალური ციკლის არარსებობა;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია ფიზიკურ შეფასებაზე, მრავალ ლაბორატორიულ ტესტზე, ძვლების გაშუქებაზე და საჭიროების შემთხვევაში ქრომოსომულ ანალიზზე და გამოსახულებით კვლევებზე;

  • მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე და შეიძლება გულისხმობდეს ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიას და საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიას.

სქესობრივი მომწიფება იწყება მაშინ, როდესაც ჰიპოთალამუსის ჯირკვალი იწყებს ქიმიური სიგნალების, გონადოტროპ-რილიზინგ ჰორმონების, სეკრეციას. ჰიპოფიზი პასუხობს ამ სიგნალს ჰორმონების – გონადოტროპინების – სეკრეციით, რაც ასტიმულირებს სასქესო ორგანოების ზრდას (ბიჭებში-სათესლე ჯირკვალი, გოგონებში – საკვერცხეები). მზარდი სასქესო ორგანოები გამოყოფენ სასქესო ჰორმონებს, ბიჭებში – ტესტოსტერონს და გოგონებში – ესტროგენებს. ეს ჰორმონები იწვევენ მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას, ბიჭებში – სახის თმიანობის და კუნთოვანი მასის, გოგონებში – მკერდის, ბოქვენის და იღლიის თმების და ორივე სქესში – სექსუალური სურვილის (ლიბიდოს) ჩათვლით.

ზოგიერთი მოზარდი არ იწყებს სქესობრივ განვითარებას ჩვეულ ასაკში. უმეტეს შემთხვევაში, დაგვიანება ჯდება ნორმის ფარგლებში, რომელიც შეიძლება განმეორდეს ოჯახის წევრებში. ამ მოზარდებს აქვთ ნორმალური ზრდის სიჩქარე და სხვა მხრივ ჯანმრთელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ნახტომი და სქესობრივი მომწიფება შეფერხებულია, ისინი საბოლოოდ ვითარდებიან ნორმალურად.

მრავალმა დაავადებამ, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, თირკმლის დაავადებები, კისტური ფიბროზი და ანემია, შეიძლება შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს სქესობრივ განვითარებას. მოზარდებში განვითარება აგრეთვე შეიძლება შეფერხდეს რადიაციული თერაპიის მიღებისას ან სიმსივნის ქიმიოთერაპიისას. მოზარდებს, განსაკუთრებით კი გოგონებს, რომლებიც ძალიან გამხდრები არიან ზედმეტი ვარჯიშის და დიეტის გამო, ხშირად უგვიანდებათ მომწიფება და არ ეწყებათ მენსტრუაცია დროულად.

არსებობს სქესობრივი მომწიფების შეფერხების მრავალი იშვიათი მიზეზი. ქრომოსომულმა პათოლოგიებმა, როგორიცაა ტერნერის სინდრომი გოგონებში და კლაინფელტერის სინდრომი ბიჭებში, აგრეთვე სხვა გენეტიკურმა დარღვევებმა შეიძლება იმოქმედოს ჰორმონების პროდუქციაზე. სიმსივნემ, რომელიც აზიანებს ჰიპოფიზს ან ჰიპოთალამუსს, შეიძლება შეამციროს გონადოტროპინების დონე ან შეაჩეროს ყველა ჰორმონის პროდუქცია. ყბაყურა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს სათესლე ჯირკვლები და შეაჩეროს მომწიფება.

სიმტომები

დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება ხშირია უფრო ბიჭებთან და ახასიათებს 14 წლის ასაკში სათესლე ჯირკვლის სიმცირე, 15 წლის ასაკში ან გენიტალიების გადიდების დამთავრებიდან 5 წლის განმავლობაში ბოქვენის თმიანობის არარსებობა. გოგონებში, შეფერხებული მომწიფება განისაზღვრება 13 წლის ასაკში მკერდის განვითარების არ არსებობით, მკერდის ზრდის დაწყებიდან პირველ მენსტრუალურ ციკლამდე 5-წლიანი შუალედით ან 16 წლის ასაკში მენსტრუაციის არ არსებობით.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები თავს გრძნობენ არაკომფორტულად თანატოლებისგან განსხვავებულობის შემთხვევაში, ბიჭები მეტად გრძნობენ ფსიქოლოგიურ სტრესს და სირთულეებს დაგვიანებული მომწიფების დროს. გოგონებიც ბიჭებივით სწრაფად სტიგმატიზირდებიან, როდესაც რჩებიან დაბლები და სქესობრივად ნაკლებად მწიფდებიან.

დიაგნოზი

სქესობრივი ზრდის საწყისი შეფასება უნდა მოიცავდეს სრულ ანამნეზს, ფიზიკურ დათვალიერებას, ჰორმონალურ კვლევებს და საბაზისო ლაბორატორიულ კვლევებს, რათა ინახოს ქრონიკული დაავადების ნიშნები. შეიძლება დაგვეხმაროს აგრეთვე ძვლოვანი ასაკის დადგენა. სქესობრივი განვითარების შეფერხებით 16 წლამდე ასაკის ბიჭებს და 14 წლამდე ასაკის გოგონებს, რომლებიც სხვა მხრივ ჯანმრთელები არიან, აქვთ ნორმალური აღნაგობა ან კონსტიტუციონალური შეფერხება. ეს მოზარდები ექიმმა უნდა დაიბაროს 6-თვიანი ინტერვალებით, სქესობრივი განვითარების დაწყებასა და ნორმალურ პროგრესში დარწმუნებისთვის. ხანდახან შეიძლება ჩატარდეს ქრომოსომული ანალიზი. მძიმე პუბერტატული შეფერხების მქონე გოგონებთან, შეიძლება დაისვას პირველადი ამენორეის დიაგნოზი. კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა (MRI) ტარდება თავის ტვინის სიმსივნის გამოსარიცხად.

მკურნალობა

დაგვიანებული მომწიფების მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე. მოზარდს, რომელიც ბუნებრივად ნელა ვითარდება, არ სჭირდება მკურნალობა, თუმცა, თუ მოზარდი სტრესის ქვეშაა განვითარების არარასებობის და ძლიერი შეფერხების გამო, ზოგიერთი ექიმი აძლევს სასქესო ჰორმონების დანამატებს, პროცესის მალე დასაწყებად. თუ ბიჭებს არ აქვთ 15 წლის ასაკისთვის პუბერტაციის ნიშნები ან ძვლის სიმწიფე, შეიძლება მიეცეთ 4-8 თვიანი ტესტოსტერონის კურსი. დაბალი დოზებით, ტესტოსტერონი იწვევს პუბერტაციას, კუნთოვანი მახასიათებლების განვითარებას (ვირილიზაცია) და რისკის ქვეშ არ აყენებს ზრდას. როდესაც მომწიფების შეფერხების მიზეზი ფონური დაავადებაა, მომწიფება, როგორც წესი, გრძელდება როდესაც მოხდება დარღვევის მკურნალობა. ვერ ხერხდება გენეტიკური დაავადებების განკურნება, თუმცა ჰორმონების ჩანაცვლება შეიძლება დაეხმაროს სქესობრივი მახასიათებლების განვითარებას. მოზარდებთან, რომლებსაც აქვთ სიმსივნე, შეიძლება დაგვჭირდეს ქირურგიული ჩარევა.