ტანდაბლობა | მკურნალი.გე
  1. ტანდაბლობა
  2. პრობლემები მოზარდობის ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ტანდაბლობა

ტანდაბლობა განისაზღვრება, როგორც ბავშვის ასაკისთვის სიმაღლის მე-3 პერცენტილზე (ასაკის და სიმაღლის სტანდარტული მრუდების მიხედვით) ნაკლები მაჩვენებელი.

მოზარდების უმეტესობა ტანდაბალია იმიტომ, რომ მათი ოჯახის წევრებიც დაბლები არიან, თუმცა ზოგიერთი ტანდაბალი მოზარდის ზრდის ნახტომი შესაძლოა ჯერ არ დაწყებულა და ინტენსიური ზრდა იქნება უფრო მოგვიანებით, სქესობრივი მომწიფების ბოლოს. ზოგიერთი მოზარდი კი დაბალია გარკვეული ქრონიკული ან გენეტიკური და ენდოკრინული დარღვევის გამო. როგორიცაა ძვლოვანი პათოლოგიები და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე, ფილტვებზე, თირკმელზე ან ნაწლავზე.

ჰიპოფიზი არეგულირებს წარმოქმნილი ზრდის ჰორმონის რაოდენობას. თუ ჰიპოფიზი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ზრდის ჰორმონს, ვითარდება პათოლოგიურად ნელი ზრდა და ტანდაბლობა ნორმალური პროპორციით (ჰიპოპიტუიტარიზმი ან ჰიპოფიზური ნანიზმი). სიმსივნით გამოწვეული ჰიპოპიტუიტარიზმის მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიულად. ჰიპოპიტუიტარიზმის სხვა მიზეზები იკურნება ზრდის ჰორმონით. ზრდის ჰორმონის გამოყენება შეიძლება სიმაღლის მატებისთვის ტანდაბალ ბავშვებში, რომელთა ჰიპოფიზიც ნორმალურად ფუნქციონირებს, მაგრამ ეს მაინც არაა ბოლომდე დადასტურებული. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ტანდაბლობა დაავადებაა, მაგრამ ექიმების უმეტესობა არ ემხრობა ასეთ ბავშვებში ზრდის ჰორმონის გამოყენებას. ტანდაბლობის მიზეზის მიუხედავად, ჰიპოფიზის ჰორმონების მიწოდება ეფექტურია მხოლოდ მანამ, სანამ გრძელი ძვლების ზრდა დამთავრდება. რენტგენოლოგიური კვლევა გვეხმარება განისაზღვროს, არის თუ არა ზრდის ზონები დახურული.