სიმსუქნე (პრობლემები მოზარდობის ასაკში) | მკურნალი.გე
  1. სიმსუქნე (პრობლემები მოზარდობის ასაკში)
  2. პრობლემები მოზარდობის ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სიმსუქნე (პრობლემები მოზარდობის ასაკში)

სიმსუქნე განისაზღვრება როგორც სხეულის მასის ინდექსის (BMI) 95 პერცენტილზე მეტად მატება ასაკის და სქესის შესაბამისად.

  • მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური და სხვა დარღვევები იწვევენ სიმსუქნეს, მოზარდების უმეტესობას უვითარდება იგი ფიზიკური აქტივობის დეფიციტის და ზედმეტი კვების გამო;

  • დიაგნოზი დგინდება, როდესაც (BMI) 95 პერცენტილზე მეტია;

  • სიმსუქნის მკურნალობას ხელს უწყობს ჯანსაღი კვება, მეტი მოძრაობა და კონსულტაციები.

სიმსუქნე 2-ჯერ მეტია მოზარდებში, ვიდრე ეს იყო 30 წლის წინათ. მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნის ყველაზე ხშირი გართულებები გვხვდება მოზრდილობაში, მსუქან მოზარდებს უფრო ხშირად აქვთ მაღალი წნევა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ვიდრე მათ თანატოლებს. მსუქანი მოზარდები რჩებიან მოზრდილობაშიც მსუქნები, თუმცა, მსუქანი მოზრდილების ერთ მესამედზე ნაკლები იყვნენ მოზარდობაში მსუქნები.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოზარდებში სიმსუქნეზე, იგივეა, რაც მოზრდილებში. მშობლები ხშირად წუხან, რომ სიმსუქნე არის ენდოკრინული დაავადების შედეგი, როგორიცაა ჰიპოთირეოზი ან ჰიპერადრენოკორტიციზმი, მაგრამ ასეთი დაავადებები იშვიათად იწვევენ მას. მოზარდები, რომლებიც წონას იმატებენ ენდოკრინული პათოლოგიის შედეგად, აქვთ როგორც წესი, ტანდაბლობა და ფონური დაავადების სხვა ნიშნები. ტანდაბალ მოზარდთან, რომელსაც აქვს მაღალი წნევა, უნდა გამოირიცხოს კუშინგის სინდრომი. თუმცა, გენეტიკური გავლენა ხშირია და აღმოჩენილია პასუხისმგებელი გენები, მსუქან მოზარდთა უმრავლესობა მოიხმარს მეტ კალორიებს, ვიდრე წვავს მათ. სიმსუქნის წინააღმდეგ სოციალური სტიგმის გამო, ბევრ მსუქან მოზარდს აქვს დაბალი თვითშეფასება, არიან უმოძრაოდ და სოციალურად იზოლირებულები.

მსუქან მოზარდებთან ჩარევა ფოკუსირებული უნდა იყოს უფრო ჯანმრთელი კვების და ვარჯიშის ჩვევების განვითარებაზე, ვიდრე გარკვეული რაოდენობის წონის დაკლებაზე. მიღებული კალორიები მცირდება:

  • კარგად ბალანსირებული ჩვეულებრივი საკვების მიღებით

  • კვების ჩვევებში მუდმივი ცვლილებებით კალორიების წვა იზრდება

  • ფიზიკური აქტივობის ზრდით

საზაფხულო ბანაკები, როგორც წესი, ეხმარება მსუქან მოზარდებს მნიშვნელოვანი რაოდენობის წონის დაკლებაში, მაგრამ არა ხანგრძლივი დროით, ისინი ხშირად კვლავ იმატებენ წონაში. შეიძლება სასარგებლო იყოს კონსულტაცია, რაც მოზარდებს დაეხმარება საკუთარ პრობლემებთან გამკლავებაში, დაბალი თვითშეფასების ჩათვლით.

წამლები, რომლებიც ეხმარებიან წონაში კლებას, ძირითადად არ გამოიყენება მოზარდებთან, უსაფრთხოების და მათზე დამოკიდებულების გაჩენის შესაძლებლობის გამო. ერთი გამონაკლისია, მსუქანი მოზარდი ტიპი 2 დიაბეტის ოჯახური ანამნეზით. ისინი იმყოფებიან დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. წამალი მეთფორმინი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის მკურნალობაში, შეიძლება დაეხმაროს მათ წონის დაკლებაში და შეამციროს დიაბეტის განვითარების რისკი.