სკოლის პრობლემები | მკურნალი.გე
  1. სკოლის პრობლემები
  2. პრობლემები მოზარდობის ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სკოლის პრობლემები

სკოლას მოზარდების ცხოვრებაში დიდი წილი უკავია. ცხოვრების ნებისმიერ გარემოებაში არსებული სიძნელეები, ხშირად გამოვლინდება როგორც სკოლის პრობლემები.

სკოლის ძირითადი პრობლემებია:

  • სკოლაში წასვლის შიში

  • ნებართვის გარეშე გაცდენა

  • სკოლიდან გამოგდება

  • ცუდი აკადემიური მოსწრება

მოზარდების სკოლის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ამბოხებით და დამოუკიდებლობის სურვილით (ყველზე ხშირად)

  • მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებით, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია

  • წამლების გამოყენებით

  • ოჯახური კონფლიქტებით

ზოგჯერ სკოლის პრობლემებს იწვევს შეუსაბამო მასალის აკადემიური განაწილება – ძირითადად დასწავლის უუნარო ან მსუბუქი ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე მოზარდებში, რომელთა შეფასებაც ვერ მოხერხდა ადრეულ ეტაპზე.

პრობლემებმა, რომლებიც ვითარდება ბავშვობის დასაწყისში, როგორიცაა ყურადღების დეფიციტის/ჰიპერრეაქტიულობის დაავადება და სწავლის პრობლემები, შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები სკოლაში მოზარდობის ასაკში.

ძირითადად, მოზარდებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი პრობლემები სკოლაში, უნდა ჩაუტარდეთ საგანმანათლებლო ტესტები და მენტალური ჯანმრთელობის შეფასება. საჭიროების შემთხვევაში ხდება სპეციფიკური დარღვევების განკურნება და ზოგადი მხარდაჭერა.

მოზარდთა 1-5%-ს აქვს სკოლაში წასვლის შიში. ეს შიში შეიძლება იყოს განზოგადებული ან რომელიმე პიროვნებასთან (მასწავლებელი ან სხვა მოსწავლე) ან სკოლის რომელიმე მოვლენასთან (როგორიცაა ფიზკულტურის გაკვეთილი) დაკავშირებული. მოზარდს შეიძლება განუვითარდეს ფიზიკური სიმპტომები, მაგალითად მუცლის ტკივილი ან უბრალოდ უარი თქვას სკოლაში წასვლაზე. სკოლის პერსონალმა და ოჯახის წევრებმა უნდა გამოიკვლიონ მიზეზი, და მისი არსებობის შემთხვევაში გაამხნევონ მოზარდი სკოლაში სიარულისთვის.

მოზარდებს, რომლებიც განმეორებით აცდენენ სკოლას ან ტოვებენ გაკვეთილებს, შეგნებულად აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ასეთ მოზარდებს ძირითადად აქვთ ცუდი აკადემიური მოსწრება და სკოლის აქტივობებში მცირე წარუმატებელნი არიან. მათ ხშირად ახასიათებთ სარისკო ქცევები, როგორიცაა დაუცველი სექსი, ნარკოტიკების მიღება და ძალადობაში ჩართულობა. გარიცხვის რისკის მქონე მოზარდებს უნდა განემარტოთ განათლების სხვა შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა პროფესიული ტრენინგები და ალტერნატიული პროგრამები. სასწავლო გარემოს შეცვლა და ხანდახან მედიკამენტური თერაპია ეხმარება ასეთ პრობლემურ მოზარდებს.