ქცევითი პრობლემები | მკურნალი.გე
  1. ქცევითი პრობლემები
  2. პრობლემები მოზარდობის ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ქცევითი პრობლემები

მოზარდობის ასაკი არის დამოუკიდებლობის განვითარების დრო. მოზარდები, როგორც წესი, თავიანთ დამოუკიდებლობაში გულისხმობენ, მშობლების მიერ დადგენილი წესების ეჭვქვეშ დაყენებას, რაც იმავე დროს გულისხმობს მათ დარღვევას. მშობლებმა და ექიმებმა უნდა განასხვაონ ნორმალური განსჯისას დაშვებული უნებლიე შეცდომები სხვადასხვა ხარისხის ცუდი ქცევისაგან, რომელიც პროფესიულ ჩარევას საჭიროებს. უნდა ვიხელმძღვანელოთ დარღვევების სიმძიმით და სიხშირით. მაგალითად, სისტემატიური სმა, ხშირი ჩხუბი, სკოლის გაცდენები და ქურდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგიერთი მოქმედებების იზოლირებული ეპიზოდები. სხვა განგაშის ნიშნები გულისხმობს სკოლაში ქცევის გაუარესებას და სახლიდან გაქცევას. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევენ მოზარდები, რომლებიც აყენებენ სხვებს ზიანს და ხმარობენ ჩხუბისას იარაღს.

ბავშვები პერიოდულად ჩართულები არიან ფიზიკურ დაპირისპირებებში. მოზარდობის პერიოდში, ძალადობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს. რადგან სკოლაში ძალადობის ეპიზოდები ძალიან ხმაურდება, მოზარდები მეტად ერთვებიან ამგვარ ეპიზოდებში (ან ძალადობის მუქარაში) სახლში ან სკოლის გარეთ. მოზარდებში ძალადობის რისკის ზრდას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები:

  • განვითარების საკითხები

  • დაჯგუფების წევრობა

  • ნივთიერებების გამოყენება

  • სიღატაკე

არსებობს მცირე კვლევები ძალადობასა და გენეტიკურ დეფექტებს ან ქრომოსომულ პათოლოგიებს შორის ურთიერთკავშირზე.

რადგან მოზარდები მეტად დამოუკიდებლები და მოძრავები არიან, ვიდრე ბავშვები, ისინი ხშირად არიან მოზრდილების ფიზიკურ კონტროლს გარეთ. ამ გარემოებებში, მოზარდების ქცევა განისაზღვრება მათი მორალური და ქცევითი კოდექსით. მოზარდების ქცევებს მშობლები უფრო მართავენ, ვიდრე აკონტროლებენ. მოზარდები, რომლებიც გრძნობენ სითბოს და მხარდაჭერას მშობლებისგან, უფრო ნაკლებად ერთვებიან სარისკო საქმეებში. აგრეთვე, მოზარდები, რომელთა მშობლებიც ნათლად გამოთქვამენ, რას ელიან ბავშვების საქციელისგან და აწესებენ ურთიერთშეთანხმებულ შეზღუდვას და კონტროლს, ნაკლებად ერთვებიან სარისკო საქმეებში. ავტორიტეტული აღზრდა ეს არის აღზრდის სტილი, როდესაც ბავშვები მონაწილეობენ ოჯახში მოლოდინების და წესების ჩამოყალიბებაში. ეს სტილი, მკაცრი ან ლმობიერი აღმზრდელობის საპირისპიროდ, უფრო მეტად უწყობს ხელს ქცევების მომწიფებას.

ავტორიტეტული მშობლები, როგორც წესი იყენებენ დოზირებული პრივილეგიების სისტემას, როდესაც მოზარდს თავდაპირველად ეძლევა გარკვეული პასუხისმგებლობა და თავისუფლება (როგორიცაა ცხოველის გასეირნება, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება, ტანსაცმლის არჩევა ან საკუთარი ოთახის დეკორაცია). თუ მოზარდი თავს გაართმევს ამ პასუხისმგებლობას გარკვეული პერიოდის მანძილზე, ეძლევა უფრო მეტი პრივილეგიები. საწინააღმდეგოდ, ცუდი გადაწყვეტილებები და უპასუხისმგებლობა გამოიწვევს პრივილეგიების დაკარგვას. ყოველი ახალი პრივილეგია მოითხოვს მჭიდრო კონტროლს მშობლების მხრიდან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოზარდები სარგებლობენ შეთანხმებული წესებით.

ზოგიერთი მშობელი და მათი მოზარდები თითქმის ყველაფერზე ებრძვიან ერთმანეთს. ამ შემთხვევაში ძირითადი პრობლემა მხოლოდ კონტროლია. მოზარდებს სურთ, თავად აკონტროლონ თავიანთი ცხოვრება, მშობლებს კი უნდათ, მოზარდებმა იცოდნენ, რომ მშობლები ადგენენ წესებს. ამ სიტუაციაში, ყველასთვის სასარგებლო იქნება მშობლებმა შეწყვიტონ ომი და მათი ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინონ მეტად მოზარდთა ქცევებზე (როგორიცაა სკოლაში დასწრება და ოჯახის განაწესის დამორჩილება), ვიდრე სხვა გამოხატულებებზე (როგორიცაა ტანისამოსი, ვარცხნილობა და გართობა).

მოზარდები, რომელთა ქცევები საშიშია ან სხვამხრივ მიუღებელი მშობლების ძალისხმევის მიუხედავად, შეიძლება საჭიროებდნენ პროფესიულ ჩარევას. ქცევის პრობლემების ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, და ეს საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. ქცევითი პრობლემები აგრეთვე შეიძლება იყოს დეპრესიის ან სხვა მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ნიშნები. ესეთი დარღვევები საჭიროებს მკურნალობას წამლებით და ასევე კონსულტაციას. თუ მშობლებს არ შეუძლით მოზარდების საშიში ქცევის ლიმიტირება, მათ შეიძლება დასჭირდეთ სამართლებრივი სისტემის დახმარება და დაენიშნოთ პრობაციის თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს სამართლიანი შინაგანაწესის წესების დაცვაში.