წამლების და ნივთიერებების მოხმარება და მათზე დამოკიდებულება | მკურნალი.გე
  1. წამლების და ნივთიერებების მოხმარება და მათზე დამოკიდებულება
  2. პრობლემები მოზარდობის ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
წამლების და ნივთიერებების მოხმარება და მათზე დამოკიდებულება

ნივთიერებების მოხმარება მოზარდებს შორის მერყეობს ექსპერიმენტის ჩატარებიდან მათზე დამოკიდებულობამდე. შედეგები შეიძლება იყოს მინიმალური ან სიცოცხლისთვის საშიში, დამოკიდებულია ნივთიერებაზე, გარემოებებზე და გამოყენების სიხშირეზე. თუმცა, იშვიათმა მოხმარებამაც კი შეიძლება მოზარდი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენოს, როგორიცაა ჭარბი დოზირება, საავტომობილო შეჯახება, ძალადობრივი ქცევა, სქესობრივი კონტაქტის შედეგები (როგორიცაა ორსულობა და სქესობრივად გადამდები დაავადებები). ხშირია ალკოჰოლის და შედარებით იშვიათია მარიხუანას ექსპერიმენტული მოხმარება, ნაკლებად ხდება არალეგალური საცალო წამლების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. საზიანო ქცევების მქონე მოზარდები ზიანის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. თავად მშობლების მაგალითი – მათი დამოკიდებულება ალკოჰოლის, თამბაქოს, გამოწერილი წამლების და სხვა ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით – ძლიერ გავლენას ახდენს მოზარდებზე.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი არის ნივთიერება, რომელსაც მოზარდები ყველაზე ხშირად მოიხმარენ. საშუალო სკოლის ბავშვების დაახლოებით 72% აღნიშნავს, რომ დაულევია ალკოჰოლი, თუმცა მხოლოდ 55% ამბობს, რომ დამთვრალა. საზოგადოება და მედია აღწერს სმას, როგორც მისაღებს და მოდურსაც კი. ამ გავლენის მიუხედავად, მშობლებმა შეიძლება შეცვალონ ეს აზრის ჩამოყალიბებით, თუ რას ელიან ისინი საკუთარი მოზარდებისგან სმასთან მიმართებაში, დააწესონ ლიმიტი და მონიტორინგი. მოზარდები იმ ოჯახიდან, რომლის წევრები ბევრს სვამენ, შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ეს მისაღები საქციელია. ზოგიერთი მოზარდი მოიხმარს ალკოჰოლს ხანგრძლივად და შედეგად ვითარდება ალკოჰოლის მოხმარების დარღვევები, როგორიცაა მისი ბოროტად გამოყენება ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება. დარღვევების გამოწვევის რისკ-ფაქტორები მოიცავს სმის დაწყებას ადრეულ ასაკში და გენეტიკას. მოზარდები, რომელთაც ჰყავთ ალკოჰოლის გამოყენებით გამოწვეული დარღვევების მქონე ოჯახის წევრები, უნდა გაითვალისწინონ მათი მომატებული რისკი.

თამბაქო

მოზრდილების უმეტესობა, რომლებიც ეწევიან სიგარეტს, ეწეოდნენ მოზარდობის დროსაც. 10 წლის პატარა ბავშვები ეცნობიან სიგარეტს. მეცხრე კლასელი დაახლოებით ყოველი მეხუთე ეწევა რეგულარულად. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 2000 ადამიანზე მეტი იწყებს მოწევას. ამ ახალი მწეველებიდან, 31% 16 წელზე და 50%-ზე მეტი 18 წელზე ქვემოთაა. თუ მოზარდებმა არ გასინჯეს სიგარეტი 19 წლამდე, ნაკლებად დასაშვებია, რომ გახდებიან მოზრდილობისას მწეველები. ფაქტორები, რომლებიც ზრდიან მოზარდების მწეველობის ალბათობას, არიან მწეველი მშობლები (ერთადერთი ყველაზე პროგნოზირებადი ფაქტორი) თანატოლები და მისაბაძი პიროვნებები (ცნობილი ადამიანები). რისკფაქტორები, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია მოწევასთან, არის:

  • სკოლაში ცუდი მოსწრება

  • მაღალი რისკის ქცევები (მკაცრი დიეტები, ფიზიკური ჩხუბი ან ალკოჰოლის და სხვა წამლების მოხმარება)

  • პრობლემების გადაჭრის სუსტი უნარი

  • დაბალი თვითშეფასება

მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ მოზარდებს საკუთარი მაგალითით, თამბაქოს ზიანზე ღიად საუბრით, მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდებით და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენით.

სხვა ნივთიერებები

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებში ალკოჰოლის და თამბაქოს გარდა აკრძალული ნივთიერებების გამოყენება ყველგან კლებულობს ბოლო წლების განმავლობაში, მონაცემები მაინც რჩება მაღალი. 2007 წელს, მეთორმეტე კლასელების დაახლოებით 47% იღებდა აკრძალულ წამლებს. მხოლოდ 25% იყენებდა მარიხუანის გარდა სხვა აკრძალულ წამალს.

საშუალო სკოლის უფროსკლასელების დაახლოებით 2% იღებდა ანაბოლურ სტეროიდებს. თუმცა სტეროიდების გამოყენება უფრო ხშირია სპორტსმენებში, არასპორტსმენებიც ხშირად მოიხმარენ მათ. ანაბოლური სტეროიდების გამოყენება დაკავშირებულია მრავალ გვერდით მოვლენასთან, ზრდის ცენტრების ნაადრევი დახურვის ჩათვლით, რაც იწვევს მუდმივ ტანდაბლობას. სხვა გვერდითი მოვლენები ხშირია მოზარდებშიც და მოზრდილებშიც.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი წამლების მოხმარება მცირდება, მაინც შეიმჩნევა გამოწერილი წამლების არასწორი გამოყენება, ძირითადად ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, დამამშვიდებელი წამლები და სტიმულატორები. მოზარდები იყენებენ ერჯერადად ხველის და გაციების წამლებს (OTC) ნარკოტიკული ეფექტისთვის. ეს წამლები ფართოდაა ხელმისაწვდომი და მოზარდების მიერ მიიჩნევა უსაფრთხოდ და ამჟამად გამოიყენება ნარკოტიკულ წამლებად. მცირე ასაკის მოზარდებიც კი ხმარობენ ნარკოტიკებს, მონაცემებიდან ყველაზე პატარა ასაკად დაფიქსირდა 12 წელი. ბევრი მოზარდი, რომელიც ატარებს ექსპერიმენტებს OTC-ით, დანიშნულებებით და აკრძალული წამლებით, აგრძელებს ნივთიერებების აღმოჩენას, რომლებიც იწვევენ დარღვევებს.

ქცევები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა განიხილონ მშობლებმა ბავშვთან და ექიმთან ერთად, შემდეგია:

  • არაეთიკური ქცევა

  • დეპრესია ან ხასიათის ცვლილებები

  • მეგობრების შეცვლა

  • სკოლაში სწავლის შემცირება

  • ჰობის ინტერესის დაკარგვა

მშობლებმა, რომლებიც აღმოაჩენენ წამლებს ან წამლის კოლოფებს, უნდა განიხილონ თავიანთი ეჭვები ბავშვებთან.

რუტინული პროფილაქტიკური ვიზიტებისას, მშობლები უნდა ელოდონ, რომ ექიმი მისცემს ბავშვს კითხვარს წამლების და ალკოჰოლის მოხმარების სკრინინგისთვის. ექიმებს შეუძლიათ დაეხმარონ მათ შეფასებაში, აქვს თუ არა მოზარდს ნივთიერების გამოყენების დარღვევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად ჩაერიოს. წამლის ტესტი შეიძლება იყოს შეფასების დამხმარე ნაწილი, მაგრამ ამ პროცედურას აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვები. შარდის ანალიზის შედეგები შეიძლება იყოს უარყოფითი მოზარდებში, თუ წამალი უკვე გამოსულია ორგანიზმიდან, ან არ შედის კვლევის სტანდარტულ პანელზე ან ნიმუში ფალსიფიცირებულია. ამ მოცემული შეზღუდვების გათვალისწინებით, გამოცდილმა ექიმმა უნდა განსაზღვროს, აქვს თუ არა აზრი წამლის ტესტის ჩატარებას მოცემულ სიტუაციაში და მშობლებმა პატივი უნდა სცენ ექიმის რჩევას. როდესაც მშობლებმა, რომლებიც ითხოვენ წამლის ტესტის ჩატარებას ან ინფორმაციას, რომელიც არღვევს მათი ბავშვის კონფიდენციალურობას, შეიძლება შექმნან დაძაბული გარემო და დაუდევრობით ექიმს გაუძნელონ ზუსტი ანამნეზით ნივთიერების ამოცნობა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა.

თუ ექიმი ფიქრობს, რომ მოზარდს აქვს ნივთიერების მოხმარების დარღვევა, შეიძლება მოითხოვოს მისი გაგზავნა ღრმა კვლევებისთვის და მკურნალობისთვის. ზოგადად, შეიძლება გამოვიყენოთ იგივე ქცევითი თერაპიები მოზარდებთან, რაც ნივთიერებების გამოყენების დარღვევების მქონე მოზრდილებთან. თუმცა, უნდა მოხდეს ამ თერაპიების ადაპტაცია. მოზარდებმა უნდა მიიღონ მომსახურება მოზარდთა პროგრამების და მოზარდების მკურნალობის გამოცდილების მქონე თერაპევტებისგან. როგორც წესი, არ უნდა ხდებოდეს მოზარდების მკურნალობა იგივე პროგრამებით, რომლითაც მოზრდილების.