1. პოლიომიელიტი
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
პოლიომიელიტი

პოლიომიელიტი (ინფანტილური დამბლა) არის ძლიერ კონტაგიოზური, ვირუსული ინფექცია, რომელიც მოქმედებს ნერვებზე და შეუძლია გამოიწვიოს კუნთების მუდმივი სისუსტე, დამბლა და სხვა სიმპტომები.

  • პოლიომიელიტი გამოწვეულია ვირუსით და ვრცელდება დაბინძურებული ნივთიერების გადაყლაპვის გზით;

  • სერიოზული სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, კისრის დაჭიმულობას და ზურგის ღრმა კუნთების ტკივილს, ხანდახან სისუსტეს ან დამბლას;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებსა და განავლის ბაქტერიოლოგიურ კვლევაზე;

  • ზოგიერთი ბავშვი გამოჯანმრთლედება სრულად, თუმცა სხვებს შეიძლება დარჩეთ მუდმივი სისუსტე;

  • რუტინულ ვაქცინაციას შეუძლია ინფექციის პრევენცია;

  • არ არსებობს პოლიომიელიტის მკურნალობა.

პილიომიელიტი გამოწვეულია პოლიოვირუსით, ენტეროვირუსით, რომელიც ვრცელდება ვირუსით დაინფიცირებული ნივთიერების გადაყლაპვით. ინფექცია ვრცელდება ნაწლავიდან თავის ტვინის და ზურგის ტვინის ნაწილებისაკენ, რომლებიც აკონტროლებენ კუნთებს.

ადრეულ მე-20-ე საუკუნეში, პოლიომიელიტი გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს, ძლიერი ვაქცინაციის შედეგად, პოლიომიელიტის ეპიდემია თითქმის გაქრა და ექიმების უმეტესობას არასდროს უნახავს ახალი პოლიომიელიტის ინფექცია. მისი ბოლო შემთხვევა აშშ-ში მოხდა 1979 წელს. დასავლეთი ჰემისფერო აღიარებულ იქნა პოლიმიელიტისგან თავისუფლად 1994 წელს. მიმდინარეობს პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის პროგრამა, მაგრამ შემთხვევები კვლავ გვხვდება ქვემო საჰარის აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. ნებისმიერი ასაკის არაიმუნიზებული ხალხი მგრძნობიარეა პოლიომიელიტის მიმართ. წარსულში, პოლიომიელიტის ეპიდემიები ძირითადად ხდებოდა ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან უფროსებს უკვე ჰქონდათ ვირუსთან შეხება და ჩამოყალიბებული იმუნიტეტი.

სიმპტომები და დიაგნოზი

60-100 დაინფიცირებული ბავშვიდან 1-ს უვითარება რაიმე სიმპტომი. მათ ვითაც აქვთ სიმპტომები, 20-90%-ს აღენიშნება ცხელება, თავის სუსტი ტკივილი, ყელის ტკივილი, ღებინება და ზოგადად დაავადების შეგრძნება (უგუნებობა). ეს სიმპტომები ვითარდება ვირუსთან კონტაქტიდან 5-9 დღეში. დარჩენილ 10-20%-ს აქვს უფრო სერიოზული სიმპტომები (დიდი პოლიომიელიტი). დიდი პოლიომიელიტი ძირითადად გვხვდება უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში. სიმპტომები, რომლებიც ძირითადად ჩნდება ინფექციიდან 7-14 დღეში, მოიცავს ცხელებას, ძლიერ თავის ტკივილს, კისრის დაჭიმულობას და ზურგის ღრმა კუნთების ტკივილს. ხანდახან კანის ზედაპირზე ჩნდება უცნაური შეგრძნებები, როგორიცაა ქინძისთავების და ნემსის ჩხვლეტა ან უჩვეულო ტკივილის შეგრძნება. იმისდა მიხედვით, თუ თავისა და ზურგის ტვინის რა ნაწილია დაზიანებული, დაავადებამ შეიძლება უფრო ღრმა პროგრესი განიცადოს, შეიძლება განვითარდეს კუნთების სისუსტე ან დამბლა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ყლაპვის გაძნელება და ნერწყვის ყლაპვისას, საჭმლის ან სითხის მიღებისას – მოგუდვის შეგრძნება. ხანდახან სითხე ამოდის ცხვირში და ხმას შეიძლება ჰქონდეს ცხვირის ხმიანობა. ზოგჯერ დაზიანებულია თავის ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სუნთქვაზე, იწვევს გულმკერდის კუნთების სისუსტეს ან დამბლას. ზოგ ადამიანს საერთოდ არ შეუძლია სუნთქვა.

ექიმს პოლიომიელიტის დიაგნოზის დასმა შეუძლია სიმპტომების მიხედვით. დაზუსტება ხდება განავალში ან ხახის ნაცხში პოლიოვირუსის აღმოჩენით და სისხლში ვირუსის მიმართ ანტისხეულების მაღალი დონის დადგენით.

პროგნოზი

მცირე პოლიომიელიტის შემთხვევაში გამოჯანმრთელება სრულია. დიდი პოლიომიელიტის შემდეგ კი პაციენტთა დაახლოებით ორ მესამედს აქვს მუდმივი სისუსტე. ზოგჯერ სრულად გამოჯანმრთელებულ ადამიანებსაც კი კუნთების სისუსტე უუარესდება პოლიომიელიტის ინფექციიდან წლების და ათწლეულების შემდეგაც კი. ეს მდგომარეობა (პოსტპოლიომიელიტის სინდრომი) ხშირად იწვევს მძიმე უუნარობას.

პრევენცია

პოლიომიელიტის ვაქცინა შედის ბავშვთა ასაკის რუტინულ იმუნიზაციაში. მსოფლიოში ხელმისაწვდომია 2 ტიპის ვაქცინა: ინაქტივირებული პოლიოვირუსის ვაქცინა (Salk ვაქცინა), რომელიც ეძლევათ ინექციის სახით და ცოცხალი პოლიოვირუსის ვაქცინა (Sabin ვაქცინა), პირის ღრუში ჩასაწვეთებლად. ცოცხალი ორალური ვაქცინა იწვევს უკეთეს იმუნიტეტს, მაგრამ შეუძლია განიცადოს მუტაცია და გამოიწვიოს პოლიომიელიტი 2.4 მილიონი ბავშვიდან ერთ შემთხვევაში. აშშ-ში პოლიომიელიტი აღმოფხვრილია, ექიმები რეკომენდაციას უწევენ ამ ქვეყანაში ბავშვებში ვაქცინის მხოლოდ ინექცირებული სახით გაკეთებას. ორალური ვაქცინა აღარაა ხელმისაწვდომი აშშ-ში, მაგრამ გამოიყენება მსოფლიოს სხვა ადგილებში.

არ არის რეკომენდებული რუტინულად 18 წელზე უფროს ადამიანებში პირველი ვაქცინაციის ჩატარება, რადგან მოზრდილებში პოლიომიელიტის განვითარების რისკი აშშ-ში ძალიან დაბალია. მოზრდილები, რომლებსაც არასდროს ჩატარებიათ ვაქცინაცია და მოგზაურობენ ისეთ ადგილას, სადაც პოლიომიელიტი ისევ სიცოცხლისთვის საშიშია, უნდა გაიკეთონ ვაქცინის ინექცია. ლოკალურ და სახელმწიფოს ჯანდაცვის დეპარტამენტებს აქვთ ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყნებშია პოლიომიელიტის ინფექცია.

მკურნალობა

პოლიომიელიტის განკურნება ვერ ხდება და არსებული ანტივირუსული წამლები არ მოქმედებენ დაავადების კურსზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს ხელოვნური სუნთქვა, თუ განვითარდა სუნთქვაში მონაწილე კუნთების სისუსტე. ხშირად ხელოვნური სუნთქვა დროებითაა აუცილებელი.