ბაქტერიული ტრაქეიტი | მკურნალი.გე
  1. ბაქტერიული ტრაქეიტი
  2. სასუნთქი გზების დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ბაქტერიული ტრაქეიტი

ბაქტერიული ტრაქეიტი (ფსევდომემბრანული კრუპი) არის სასულის (ტრაქეა) ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით.

ბაქტერიული ტრაქეიტი გვხვდება იშვიათად და შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ბაქტერიები Staphylococcus aureus და streptococci ყველაზე ხშირი გამომწვევებია. ინფექცია იწყება უცბად და ხასიათდება ჩასუნთქვისას ხმამაღალი, მკვეთრი ხმიანობით (სტრიდორი), მაღალი ცხელებითა და ხშირად უხვი ჩირქოვანი სეკრეტით. იშვიათად, ბაქტერიული ტრაქეიტი შეიძლება განვითარდეს, როგორც კრუპის გართულება.

ექიმი დიაგნოზს სვამს სიმპტომებსა და ხორხის ინსტრუმენტით გასინჯვის (ლარინგოსკოპი) შედეგებზე დაყრდნობით. ხორხის რენტგენოლოგიური კვლევა ხშირად ტარდება ბაქტერიული ტრაქეიტის კრუპისგან განმასხვავებელი დარღვევების აღმოსაჩენად.

მკურნალობის მეშვეობით ბავშვების უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება. ძალიან ავადმყოფ ბავშვებს პირიდან ან ცხვირიდან სასულეში უდგამენ პლასტმასის სასუნთქ მილს (ენდოტრაქეული ინტუბაცია). ეს მილები იცავენ სასუნთქ გზებს შეშუპების გამო დახშობისგან. ინფექციის სამკურნალოდ ეძლევათ ანტიბიოტიკები (როგორიცაა ცეფუროქსინი ან ვანკომიცინი).